ორხევის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორხევის ეკლესია.

ორხევის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევის განაპირას, სასაფლაოზე. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩანგრეულია გადახურვა, მორღვეულია ჩრდილო და სამხრეთ კედლების ზედა ნაწილები. დასავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი კარი, აფსიდში გარეთკენ შევიწროვებული მაღალი თაღოვანი სარკმელია. შენობის დასავლეთ კედელზე დადგმულია აგურით ნაგები ოთხწახნაგოვანი სამრეკლო, რომელიც ოთხივე მხარეს თითო თაღითაა გახსნილი, შიგნით სამრეკლო გუმბათითაა გადახურული, ხოლო გარედან საფეხურებიანი პირამიდული სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]