ორწყვილფეხიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორწყვილფეხიანები
Trigoniulus corallinus
Trigoniulus corallinus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ორწყვილფეხიანები
ლათინური სახელი
Diplopoda

ორწყვილფეხიანები (Diplopoda) — ტრაქეებიან ფეხსახსრიანთა კლასი. სეგმენტირებული აქვთ სხეული. სეგმენტების უმრავლესობაზე 2-2 წყვილი ფეხია. თავზე აქვთ 1 წყვილი დაუტოტავი მოკლე ანტენა და 2 წყვილი სუსტი ყბა; თავის გვერდებზე მარტივი თვალები ან მათი ჯგუფებია განლაგებული. კლასში 750-მდე სახეობაა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ში 200-მდე გვხვდება. ხმელეთის ცხოველებია, ბინადრობენ ტენიან ადგილებში. სუნთქავენ ტრაქეებით, გამომყოფი ორგანოა წყვილი მალპიგის მილი. იკვებებიან წვნიანი მცენარეული ნარჩენებით, იშვიათად ცოცხალი მცენარეული ქსოვილებით. სასარგებლო ცხოველებია, ხელს უწყობენ მკვდარი ნარჩენების მინერალიზაციას, გუმიფიკაციას და ნიადაგ-წარმოქმნას. ზოგი აზიანებს ბოსტნეულს, კენკროვან მცენარეებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 588, თბ., 1984