ორტა (ტბა)
ორტა | |
---|---|
Lago d’Orta | |
კოორდინატები: 45°49′02″ ჩ. გ. 8°24′24″ ა. გ. / 45.81722° ჩ. გ. 8.40667° ა. გ. | |
მდებარეობა | იტალია |
სიგრძე | 13,4 კმ |
სიგანე | 2,5 კმ |
ფართობი | 18,2 კმ² |
საშუალო სიღრმე | 71,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 143 მ |
აუზის ფართობი | 116 კმ² |
გამომდინარე მდინარე | ნიჯოლია |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ორტა (იტალ. Lago d’Orta) — ტბა ჩრდილოეთ იტალიაში, ლაგო-მაჯორეს დასავლეთით.
ამჟამინდელი სახელი ტბას XVI საუკუნიდან ეწოდება, მანამდე კი ლაგო-დი-სან-ჯულიოს (Lago di San Giulio) ეძახდნენ წმინდა იულიუს ორტელის (IV ს) პატივსაცემად, რომელიც რეგიონის მფარველად მიიჩნევა. ტბის პოეტური სახელია კუზიო. მისი სამხრეთი კიდე ტურინი-მილანის სარკინიგზო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს.
ტბის პეიზაჟი ხასიათით იტალიურია, მასში მდებარე სან-ჯიულიოს კუნძულზე განლაგებულია რამდენიმე თვალწარმტაცი ნაგებობა, მისი სახელიც წმინდა იულიუს ორტელს იკავშირდება, რომელიც ამ კუნძულზე IV საუკუნეში ცხოვრობდა.
ტბის გარშემო მდებარეობს პატარა ქალაქი ორტა-სან-ჯულიო, რომელიც გაშენებულია ნახევარკუნძულზე, ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს კომუნა ომენია, აღმოსავლეთით — პეტენასკო, დასავლეთით კი პელა. სავარაუდოდ, ორტის ტბა წყლის უფრო დიდი მასის ნარჩენია, რომლიდანაც მდინარე ტოკე გამოედინებოდა სამხრეთის მიმართულებით. როდესაც მყინვარებმა უკან დაიხია, მათი ადგილი წყალმა დაიკავა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- LIMNO Banca dati dei laghi italiani: Orta დაარქივებული 2011-10-01 საიტზე Wayback Machine.
- Pictures, history and curiosities about lake of Orta დაარქივებული 2012-10-05 საიტზე Wayback Machine.