შინაარსზე გადასვლა

ონჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ონჭო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
სახეობა:  ონჭო
ლათინური სახელი
Satureja spicigera

ონჭო, ტყის ქონდარი (ლათ. Satureja spicigera) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. გავრცელებულია კავკასიასა და წინა აზიაში.

გვხვდება დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში — ქართლში, თრიალეთსა და მესხეთში. იზრდება ნატყევარ, კლდოვან გაშიშვლებულ ადგილებსა და ნაზვავებზე, უფრო ხშირად კირქვებზე, მთის ქვედა და შუა სარტყელში.

ონჭოს ყველა მიწისზედა ნაწილი მოფენილია ეთერზეთოვანი გამჭვირვალე ჯირკვლებით. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (გურია, სამეგრელო). ონჭო ხშირად მოჰყავთ ბოსტანში.

თ. კეზელის კვლევების მიხედვით, ეს სახეობა გაცილებით მდიდარია ეთერზეთებითა და ვიტამინებით, ვიდრე ბაღის ქონდარი.

  • ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 538, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ონჭო&oldid=4576722“-დან