ოლგინსკაიის მიძინების ტაძარი
ოლგინსკაიის მიძინების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°11′38″ ჩ. გ. 39°56′32″ ა. გ. / 47.19389° ჩ. გ. 39.94222° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ოლგინსკაია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 2008-2014 |
ოლგინსკაიის მიძინების ტაძარი (რუს. Свято-Успенский храм) — მართლმადიდებლური ტაძარი სტანიცა ოლგინსკაიაში, აქსაის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.
მისამართი: 346702, როსტოვის ოლქი, აქსაის რაიონი, სტანიცა ვოლჩენსკი, ლენინის ქუჩა, № 65.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1812 წელს სტანიცა ოლგინსკაიაში ააგეს და აკურთხეს ხის ტაძარი, რომელიც 1942 წელს დაანგრიეს. ეკლესია, რომელიც ააგეს მრევლის შემოწირულობებით ერთსაკურთხევლიანი იყო. 1876 წლამდე შედიოდა კაგალნიცკის საეკლესიო ოლქში, ხოლო 1877 წლამდე აქსაის საეკლესიო ოლქში. ეკლესიის გარშემო ააშენეს საგუშაგო, სეაკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა. 1855 წელს ეკლესია გახდა სამსაკურთხევლიანი. 1893 წელს ხის ნაგებობა უკვე ვეღარ იტევდა მრევლს, გადაწყვიტეს სტანიცაში აეშენებინათ ახალი, ქვის ეკლესია.
1895 წელს მრევლმა შექგროვეს ტანხები და დაიწყეს ეკლესიის მშენებლობა. 1902 წელს ტაძარი დაასრულეს და მოაწყვეს ინტერიერიც. ახალი ეკლესია იყო ხუთგუმბათიანი. ტაძართან დაკავშირებული იყო სამრეკლო. მიძინების ტაძარში შემონახული იყო ვერცხლის მოოქროვილი საწინამძღვრო ჯვარი.
1918 წელს, როდესაც მიირეს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის დეკრეტი ტაძარი დახურეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი აფეთქდა. ტაძრის სამშენებლო მასალა გამოიყენეს დონის გადასასვლელის ასაშენებლად. ტაძრის დანგრევის შემდეგ მის ადგილზე, მისსავე ფუნდამენტზე ააშენეს ფეხბურთის მოედანი.
1996 წელს სტანიცის ადმინისტრაციამ მრევლს გადასცა რეპრესირებული კაზაკის, რაბოჩენკოვის სახლი. დიდი ხნის მანძილზე აქ მიმდინარეობდა ღვთისმსახურება, ამავდროულად შენდებოდა ახალი აგურის ტაძარი.
2008 წლის 1 მაისს აკურთხეს საძირკვლის ქვა, 2014 წლისათვის ტაძარს დაადგეს ოქროს გუმბათი. 2014 წლიდან ტაძარში რეგულარულად მიმდინარეობს ღვთისმსახურება, მიძIნების ტაძრის ძველ შენობაში მუშაობს საკვირაო სკოლა.