ოთხ-ხუთი ლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ოთხ-ხუთი ლექსი, ქართული ლექსის სახეობა. შედგება ოთხტაეპიანი ხუთი სტროფისაგან (აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც). თითოეული სტროფის პირველი სამი ტაეპი ათმარცვლიანია და საერთო რითმაზეა აგებული, მეოთხე — ცამეტმარცვლიანი რეფრენი — უცვლელად მეორდება ხუთსავე სტროფში. ამასთან, თითოეული სტროფის პირველ ტაეპს აქვს იმავე სტროფის გარეგან რითმასთან საერთო შინაგანი რითმა. ოთხ-ხუთი ლექსი, რომელსაც „უცხოსაც“ (საუცხოოს, კარგის მნიშვნელობით) უწოდებენ, შემოიღო სულხან-საბა ორბელიანმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიქაძე გ., ნარკვევვები ქართული პოეტიკის ისტორიიდან, თბ., 1974;
  • მიქაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 506, თბ., 1984