ტაეპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაეპი, სტრიქონი ლექსის რიტმულ-ინტონაციური პროცესის მეტრულად განსაზღვრული ფონიკური და გრაფიკული ნორმა, რომელსაც ემორჩილება სინტაქსი. ტაეპები ურთიერთშეფარდებული და თანაზომადი ერთეულებია, რითაც ლექსითი ნაწარმოები განსხვავდება პროზაულისგან.

ტაეპის გრაფიკული პრინციპი საფუძვლად უდევს პროზისა და პოეზიის გამიჯვნას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ჟანრების არსებობის პირობებში, როგორიცაა ლექსი პროზად, ვერლიბრი, რიტმული პროზა.

ანტიკურ მეტრული ლექსთწყობაში ტაეპი შედგება ტერფებისგან, რომლებიც აქ ლექსის საზომი ერთეულია. აღმოსავლურ მეტრულ ლექსთწყობაში კი ლექსის საზომი ერთეულია ბაითი. სილაბურ ლექსთწყობაში და, ნაწილობრივ, სილაბურ-ტონურ ლექსთწყობაში, ტაეპი მარცვალთა რაოდენობით იზომება. სილაბურ-ტონურ ლექსთწყობაში ტაეპი ლექსის საზომი ერთეულია. ტაეპის სტრუქტურული ელემენტებია: მეტრი, რიტმი, ინტონაცია, მახვილი, კლაუზულა, რითმა, ცეზურა, სტრუქტურული პაუზა, ანაკრუზა, ეპიკრუზა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]