ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი
Quadrilateral Security Dialogue
აბრევიატურა QSD, Quad
შეიქმნა 2007, ხელახლა დაარსება 2017
ტიპი მთავრობათაშორისი უსაფრთხოების ფორუმი
წევრები ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი
ქვეყანა იაპონია[1] , აშშ[1] , ავსტრალია[1] და ინდოეთი[1]
ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი რუკა
ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი რუკა

ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი (ინგლ. Quadrilateral Security Dialogue, QSD ან Quad) წარმოადგენს სტრატეგიულ დიალოგს შეერთებულ შტატებს, იაპონიას, ავსტრალიასა და ინდოეთს შორის, რომლის ფარგლებშიც წევრი ქვეყნები თანამშრომლობენ უსაფრთხოების მიმართულებით.

დიალოგი პირველად 2007 წელს დაიწყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის, იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბეს, ავსტრალიელი პრემიერ მინისტრის ჯონ ჰოვარდისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინგჰის ინიციატივით. დიალოგის შექმნის მთავარ მიზეზად წევრი ქვეყნების მიერ ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და სამხედრო ძალის წინააღმდეგ ერთობლივი სტრატეგიის ჩამოყალიბება მიიჩნევა. დიალოგმა პირველადი სახით არსებობა 2008 წელსვე შეწყვიტა, როდესაც ავსტრალიის ახალმა პრემიერ მინისტრმა კევინ რადმა შეთანხმებიდან გამოსვლა და ჩინეთთან დაახლოება გადაწყვიტა.

2017 წელს მოხდა დიალოგის განახლება, როდესაც ASEAN-ის მილანის სამიტის დროს ოთხივე ყოფილი წევრი ქვეყნის ლიდერი, დონალდ ტრამპი, შინზო აბე, მალკოლმ ტურნბული და ნარენდრა მოდი, შეთანხმდნენ, რომ აღადგენდნენ ოთხმხრივ ალიანსს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთისთვის სამხედრო და დიპლომატიური წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.

2021 წელს დიალოგში მონაწილეობა ასევე მიიღეს სამხრეთ კორეამ, ახალმა ზელანდიამ და ვიეტნამმა Quad Plus ფორმატის ფარგლებში.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 https://www.cnn.com/2022/05/23/china/quad-summit-china-threat-analysis-intl-hnk-mic/index.html