ოთხასი დარტყმა
„ოთხასი დარტყმა“ | |
---|---|
ჟანრი | დრამატული ფილმი |
დამდგმელი რეჟისორი | ფრანსუა ტრიუფო |
პროდიუსერი | ფრანსუა ტრიუფო |
სცენარის ავტორი | ფრანსუა ტრიუფო, მარსელ მოუსი |
როლებში | ჟან-პიერ ლეო |
მუსიკა | ჟან კონსტანტინი |
ოპერატორი | ანრი დეკაე |
მონტაჟი | მარი-ჟოსეფ იოტი |
დისტრიბუტორი | Cocinor |
გამოსვლის თარიღი | 4 მაისი 1959 |
ხანგრძლივობა | 99 წუთი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
შემდეგი | ანტუანი და კოლეტი |
ოთხასი დარტყმა (ფრანგ. Les Quatre Cents Coups) — ფრანსუა ტრიუფოს პირველი ფილმი, ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ნიმუში. ფილმი ნახევრად ავტობიოგრაფიულია და პირველია იმ ფილმებს შორიც, რომლებიც გამოგონილი პერსონაჟის, ანტუან დუანელის ცხოვრებას ეხება. ანტუანის როლს ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ ლეო თამაშობს, რომელიც შემდგომში დუანელის შესახებ ტრიუფოს სხვა ფილმებშიც თამაშობდა. ფილმის სახელწოდება პირდაპირი თარგმანია ფრანგული იდიომისა, რომელიც შფოთვის გამოწვევას ნიშნავს.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის მოქმედება 1950-იანი წლების მეორე ნახევარში მიმდინარეობს. 13 წლის ბიჭის, ანტუან დუანელის, ბავშვური, თავისუფალი ბუნება ვერ ეგუება არსებულ სოციალურ ჩარჩოებს. მას გამუდმებით კონფლიქტი მოსდის სკოლის მასწავლებლებთან, დედასთან, მამინაცვალთან. ანტუანს დააკავებენ მამინაცვლის საბეჭდი მანქანის ქურდობისთვის. ამის შემდეგ მშობლები მის რთულად აღსაზრდელ ბავშვთა იზოლირებულ დაწესებულებაში გადაყვანას გადაწყვეტენ. ანტუანი ვერ ეგუება კოლონიის მკაცრ აღმზრდელობით რეჟიმს და ერთ დღესაც, ფეხბურთის თამაშისას, გაძვრება კოლონიის გარშემო შემოვლებულ მავთულხლართში და გაიქცევა. ფილმის დასკვნით სცენაში გათავისუფლებული ანტუანი ხვდება გაშლილი ზღვის სანაპიროზე.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟან-პიერ ლეო - ანტუან დუანელი
- ალბერ ლემი - ჟულიენ დუანელი
- კლერ მაურიე - ჟილბერტ დუანელი
- პიერ რეპი - ინგლისურის პედაგოგი
- ლუკ ანდრიუ - ფიზკულტურის პედაგოგი
- დენიელ კუტურიე - ბერტრან მორისეტი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრიუფომ მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისათვის.[1] ფილმი ოსკარების 32-ე დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო საუკეთესო ორიგინალური სცენარის ჯილდოზე. მიღებული აქვს ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსთა ჯილდო.
ბრიტანეთის კინოინსტიტუტის სიაში — „50 ფილმი, რომელიც 14 წლამდე უნდა ნახო“ — „ოთხასი დარტყმა“ 10 საუკეთესო ფილმს შორის დასახელდა.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ოთხასი დარტყმა“ — Rotten Tomatoes
- „ოთხასი დარტყმა“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ოთხასი დარტყმა“ — Allmovie-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Festival de Cannes: The 400 Blows. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 15 February 2009
- ↑ 50 films to see by age 15.