ოთარ ჭელიძე
იერსახე
ოთარ ჭელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 სექტემბერი, 1925[1] |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ ან თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 20 დეკემბერი, 1998[1] (73 წლის) |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი[1] და მთარგმნელი[1] |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი |
ოთარ ჭელიძე (დ. 8 სექტემბერი, 1925, თბილისი — გ. 20 დეკემბერი, 1998) — ქართველი პოეტი.
1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს — მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი.
მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტისა“ და ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციაში. 1966-1974 წლებში იყო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მხატვრული რედაქციის გამგე. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1941 წელს. ცალკე წიგნებადაა გამოცემული მისი პოემები: „რაჭველები“, „პოემები“, „რჩეული პოემები“. მან თარგმნა ალექსანდრე ტვარდოვსკის „ვასილი ტიორკინი“, „შორეთს იქით შორეთი“, „ზღაპრული ქვეყანა“ და ალექსანდრე პუშკინის „ევგენი ონეგინი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.