შინაარსზე გადასვლა

ოთარ ზარდალიშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ ზარდალიშვილი
დაბ. თარიღი 8 სექტემბერი, 1928(1928-09-08)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 7 აგვისტო, 2014(2014-08-07) (85 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა მეცნიერი და ქიმიკოსი
ჯილდოები ღირსების ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ოთარ ზარდალიშვილი (დ. 8 სექტემბერი, 1928, თბილისი — გ. 7 აგვისტო, 2014) — ქართველი მეცნიერი, ქიმიკოსი.

1952 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.

1952–1977 წლებში მუშაობდა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში აგროქიმიის განყოფილების გამგედ, მოგვიანებით სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილედ. 1977–1981 წლებში იყო აგროქიმიის მომსახურების საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი, 1982–1992 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიის კათედრის გამგე. მან გამოიკვლია აზოტის მიმოქცევა საქართველოს მიწათმოქმედებაში და დასახა მისი რეგულირების გზები. შეისწავლა საქართველოს ნიადაგებში მიკროელემენტების შემცველობის კანონზომიერებანი, დაადგინა მიკროსასუქების გამოყენების პირობები. ავტორია 10 მონოგრაფიული და მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1984 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისტის აგრონომიის ფაკულტეტის აგროეკოლოგიის დეპარტამენტის აგროქიიმის განყოფილების სრული პროფესორი.[1]

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ორგანული სასუქების წარმოება და გამოყენება საქართველოში - თბილისი, საქართველო, 1990 გვ. 133
  • მანგანუმის გავლენა აზოტის გამოყენების კოეფიციენტზე საკვებ ჭარხალში - თბილისი, 1990 გვ. 4
  • მიკროელემენტების გამოყენება მიწათმოქმედებაში - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988 გვ. 128
  • აზოტის ბალანსი საქართველოს მიწათმოქმედებაში - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1977 გვ. 164
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 311.
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2001. გვ. 353.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]