შინაარსზე გადასვლა

ნუმიდიური კავალერია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუმიდიელი მხედარი

ნუმიდიური კავალერია იყო მსუბუქი კავალერია, რომელიც მეორე პუნიკურ ომში იბრძოდა ჰანიბალის მხარეს.

კანეს ბრძოლა, რომელშიც ნუმიდიურმა კავალერიამ ალყაში მოაქცია რომაული არმია.

ეს კავალერია პირველად პოლიბიოსმა ახსენა პირველ პუნიკურ ომში კართაგენის არმიის ნაწილად. [1]

ნუმიდიური ცხენი, ბერბერული ცხენის წინაპარი, ზომაში შედარებით პატარა იყო, მაგრამ უფრო სწრაფი და გამძლე დიდ დისტანციებზე. [არასანდო წყარო] ნუმიდიელი ცხენოსნები არ იყენებდნენ ლაგამსა და უნაგირს. მათ ჰქონდათ პატარა საცხენოსნო ჯოხი და თოკი ცხენის კისერზე. ნუმიდიელ მხედრებს არ ეცვათ აბჯარი და თავდაცვისთვის მხოლოდ მრგვალ ფარს ატარებდნენ. ფარს საქონლის, ან ლეოპარდის ტყავი ჰქონდა შემოკრული. მხედრების მთავარი იარაღი ჯაველინი და მოკლე მახვილი იყო. [მკვდარი ბმული] 

გამოცდილი ცხენოსნობის, სისწრაფისა და მსუბუქი შეიარაღების გამო, ისინი უეცარი შეტაკებისთვის შესანიშნავი მებრძოლები იყვნენ. ამგვარად, ისინი შლიდნენ მტრის საბრძოლო წყობას. შეტევების დროს ისინი ისროდნენ ჯაველინებს და უკან იხევდნენ მაშინ, როცა მტერი კონტრშეტევაზე გადმოდიოდა. ასეთი სისწრაფე დამღუპველი იყო მძიმედ აღჭურვილი მტრისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია იულიუს კეისრის მარცხი აფრიკაში.

ნუმიდიელებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჰანიბალის სადაზვერვო ოპერაციებში. მეორე პუნიკური ომები ცნობილია ნელი საბრძოლო სპილოებით, თუმცა როცა სისწრაფე იყო საჭირო, ჰანიბალი იყენებდა ნუმიდიელებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ტრებიის ბრძოლაა[2]

ნუმიდიური კავალერია არა მხოლოდ კართაგენის, არამედ იმდროის სხვა ჯარებშიც იბრძოდნენ. ამის მაგალითია რომაელთა კავშირი და მასინისასთან, რომელიც 6000 მხედარს სადლობდა ზამის ბრძოლაში, სადაც "ნუმიდიურმა კავალერიამ სასწორი გადაატრიალა".[3]

შემდგომი საუკუნეების განმავლობაში, რომაული არმია იყენებდა ნუმიდიურ კავალერიას ცალკეულ შენაერთებში (equites Numidarum ან Maurorum).

ისინი ასევე მონაწილეობას იღებდნენ კეისრის სამოქალაქო ომში და უტიკას ბრძოლაში.

მეორე პუნიკური ომი (ძვ. წ 218–201 წწ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეორე პუნიკური ომი

ნუმიდიელი კავალერია მთელი ომის განმავლობაში არღვევდა რომალების სამარაგო და საკომუნიკაციო ხაზებს. ამის გამო რომაელები იძულებული გახდნენ გენერალური ბრძოლისთვის თავი აერიდებინათ.[4]

ნუმიდიელთა როლი სცდებოდა ბრძოლის ველს. მათი ცოდნა რელიეფისა და ადგილობრივი წეს-ჩვეულებების შესახებ ფასდაუდებელი აღმოჩნდა ჰანიბალისთვის იტალიაში ლაშქრობისას. ისინი მსახურობდნენ მეგზურებად, მზვერავებად და შუამავლებად. ნუმიდიელები ეხმარებოდნენ კართაგენის არმიას ახალ გარემოსთან ადაპტაციაში და ადგილობრივ ტომებთან ალიანსების დამყარებაში. [5][ თვითგამოქვეყნებული წყარო ]

ნუმიდიური კავალერია არ მონაწილეობდა პირდაპირ ფრონტალურ თავდასხმებში რომაელებთან. მიუხედავად ამისა, ამ კავალერიის როლი ომში უდიდესი იყო. რომაელთა სამარაგო ხაზების დარღვევის, დაზვერვებისა და რელიეფის უპირატესობების გამოყენების უნარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰანიბალის ადრეულ წარმატებებში.

მიუხედავად ამისა, მათი წვლილი მეორე პუნიკურ ომში ხშირად შეუმჩნეველია. იგი დაჩრდილულია რომაელთა და კართაგენელთა მეთაურების მიერ, მაგრამ მათ უდავო გავლენა ჰქონდა ომზე და ისინი დღემდეც კავალერიის ოსტატებად მიიჩნევიან. შეუძლებელ პირობებშიც კი მცირე ძალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ისტორიის კურსზე. ნუმიდიელი ცხენოსნები ადაპტაციის, გამძლეობისა და ტაქტიკური სისწრაფის მაგალითია. [6][ თვითგამოქვეყნებული წყარო ]

კართაგენის ნუმიდიური კავალერია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნუმიდიელი ცხენოსანი

კართაგენელები ძირითადად ნუმიდიურ კავალერიაზე იყვნენ დამოკიდებული, [7] განსაკუთრებით ომის ადრეულ ეტაპებზე. მათი სამხედრო, სადაზვერვო და გეოგრაფიული ცოდნა ჰანიბალისთვის სასარგებლო იყო. მას შემდეგ, რაც რომაელებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს, კართაგენელებმა წვდომა დაკარგეს ნუმიდიელ ცხენოსნებზე. [8]

რომის ნუმიდიური კავალერია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Massinissa, King of Numidia

რომაელებიც იყენებდნენ ნუმიდიურ კავალერიას, ძირითადად დაპყრობილი ტერიტორიებიდან ან მოკავშირე ტომებიდან. ეს მხედრებიც მსგავს მიზანს ემსახურებოდნენ: ზვერავდნენ მტერს, არღვევდნენ მტრის წყობასა და მონაწილეობდნენ მსუბუქ დარტყმებში. რომაელი მეთაურები აფასებდნენ ნუმიდიელების ეფექტურობას ღია რელიეფზე და ხშირად აყენებდნენ მათ, როგორც მძიმე ქვეითთა დამხმარე ძალას. [9]

  1. Horsted, William (2021). The Numidians 300 BC–AD 300. Bloomsbury Publishing, გვ. 3-10. ISBN 9781472842176. 
  2. Epona დაარქივებული 2008-03-18 საიტზე Wayback Machine.
  3. RedRampant.com დაარქივებული 2008-02-24 საიტზე Wayback Machine.
  4. Invasion of Italy
  5. Sidnell, Philip. Warhorse: Cavalry in Ancient Warfare, p.194.
  6. Fuller, J.F.C., Julius Caesar: Man, Soldier, and Tyrant. p. 28 ISBN 0-306-80422-0
  7. Daly, Gregory (2005-08-18). Cannae: The Experience of Battle in the Second Punic War: The Experience of Battle in the Second Punic War (en). Routledge. ISBN 978-1-134-50711-5. 
  8. Mancini, John (2009-02-27). Defending the Roman Republic: Ending the 2Nd Punic War (en). iUniverse. ISBN 978-0-595-61779-1. 
  9. Taylor, George (2022-07-29). The Numidian History: The Ancient Berbers Of Numidia And Carthage In The Shadow Of Rome. (en). Amazon Digital Services LLC - Kdp. ISBN 979-8-8429-8744-3. 
  10. Smith, R. Bosworth (2018-04-13). The Punic Wars (en). Ozymandias Press. ISBN 978-1-5312-7944-8. 
  11. Horsted, William (2021-01-26). The Numidians 300 BC–AD 300 (en). Bloomsbury USA. ISBN 978-1-4728-4219-0. 
  12. McCall, Jeremiah B. (2005-06-29). The Cavalry of the Roman Republic (en). Routledge. ISBN 978-1-134-51818-0. 
  1. Horsted, William (2021). The Numidians 300 BC–AD 300. Bloomsbury Publishing, გვ. 3-10. ISBN 9781472842176. 
  2. Invasion of Italy
  3. Fuller, J.F.C., Julius Caesar: Man, Soldier, and Tyrant. p. 28 ISBN 0-306-80422-0
  4. Daly, Gregory. Cannae: The Experience of Battle in the Second Punic War: The Experience of Battle in the Second Punic War. Routledge. 
  5. Mancini, John (2009-02-27). Defending the Roman Republic: Ending the 2Nd Punic War (en). iUniverse. ISBN 978-0-595-61779-1. 
  6. Taylor, George (2022-07-29). The Numidian History: The Ancient Berbers Of Numidia And Carthage In The Shadow Of Rome. (en). Amazon Digital Services LLC - Kdp. ISBN 979-8-8429-8744-3. 
  7. Smith, R. Bosworth (2018-04-13). The Punic Wars (en). Ozymandias Press. ISBN 978-1-5312-7944-8. 
  8. Horsted, William (2021-01-26). The Numidians 300 BC–AD 300 (en). Bloomsbury USA. ISBN 978-1-4728-4219-0. 
  9. McCall, Jeremiah B. (2005-06-29). The Cavalry of the Roman Republic (en). Routledge. ISBN 978-1-134-51818-0.