ნუი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუი
მშობ. სახელი: ინგლ. Nui
გეოგრაფია
07°13′29″ ს. გ. 177°09′37″ ა. გ. / 7.22472° ს. გ. 177.16028° ა. გ. / -7.22472; 177.16028
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 21
მთავარი კუნძული ფენუა-ტაპუ
ფართობი 2,83 კმ²
საბჭო ნუის კუნძულოვანი საბჭო
დემოგრაფია
მოსახლეობა 548 (2002)
სიმჭიდროვე 193,64 ად. /კმ²

ნუი (ინგლ. Nui) — ტუვალუს კუნძულების ატოლი წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში. ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეული (კუნძულოვანი საბჭო).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ხედი კოსმოსიდან.

შედგება 21 კუნძულისაგან (მოტუსაგან): ფენუა-ტაპუ (ყველაზე დიდი, 1,38 კმ²), მეანგი, მოტუპუაკაკა, პაკანტოუ, პილიაიევე, პონგალეი, ტალალოლაე, ტოკინივაე, უნიმაი და სხვა 12 უფრო პატარა მოტუ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ლეგენდების თანახმად ნუის მოსახლეობის წიმაპრები აქ მოვიდნენ გილბერტის კუნძულებიდან. კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი 1568 წელს გახდა ესპანელი მოგზაური ალვარო მენდანია დე ნეირა, რომელმაც ატოლს სახელად დაარქვა იესოს კუნძული (ესპ. Isla de Jesús).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით ატოლ ნუის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 548 ადამიანს[1]. ატოლის მოსახლეობა ლაპარაკობს კირიბატულ ენაზე, კირიბატის ოფიციალურ ენაზე, და ტუვალუს ენაზე, ტუვალუს ოფიციალურ ენაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნუი&oldid=3948377“-დან