ნოღა
იერსახე
| ნოღა | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| აბსოლუტური სიმაღლე | 310 მ |
| სიგრძე | 200 მ |
| ამგებელი ქანები | კონგლომერატი |
ნოღა — მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოღის მიდამოებში. მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე შებეს (ცივის მარცხენა შენაკადი) სათავეებში, ზღვის დონიდან 310 მ-ზე. გამომუშავებულია კონგლომერატებში. შესასვლელის სიმაღლე 1,5 მ, სიგანე 4 მ. შესასვლელიდან 150 მ-ზე მღვიმე ორად იყოფა. გამოკვლეული მონაკვეთის სიგრძეა 200 მ. მღვიმეში მიედინება წყლის ნაკადი, რომელიც გამოსასვლელთან ხვრელში იკარგება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 483.