შინაარსზე გადასვლა

ნორმალიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნორმალიზაცია (ჩეხ. normalizace, სლოვაკ. normalizácia) — ჩეხოსლოვაკიის ისტორიაში არის პერიოდი ვარშავის ბლოკის არმიის მიერ პრაღის გაზაფხულის (1968) დარბევიდან ხავერდოვან რევოლუციამდე (1989). „ურთიერთობების ნორმალიზაციის“ საჭიროებით დასაბუთდა ამ ეპოქის დასაწყისში გატარებული რეპრესიული ღონისძიებები, რაც მოიცავდა კომუნისტური პარტიის წმენდას, სამსახურებიდან გათავისუფლებას, ცენზურის გამკაცრებას, მრავალი საინტერესო და პოლიტიკური გაერთიანებისა და ორგანიზაციის გაუქმებას და სხვა. მოგვიანებით „ნორმალიზაცია“ ეწოდა მთელ იმ ერას, რომლის დროსაც გრძელდებოდა აღნიშნული ღონისძიებების გატარება.

ტერმინი ნორმალიზაცია წარმოსდგება 1968 წლის 27 აგვისტოს მოსკოვის პროტოკოლიდან. პროტოკოლის ტექსტში აღნიშნულია: „ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლებმა ამ დოკუმენტში დააფიქსირეს საკუთარი სურვილი მიაღწიონ ურთიერთობების ნორმალიზებას ჩვენს ქვეყანაში მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძველზე, განაახლონ ქვეყნის დასახული ამოცანები და მუშათა კლასის ავტორიტეტი ქვეყნის მართვაში, გარიყონ კონტრრევოლუციური ორგანიზაციები პოლიტიკური ცხოვრებიდან და განამტკიცონ საერთაშორისო კავშირები ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკასა და სსრკ-ს შორის და დანარჩენ სოციალისტურ მოკავშირეებთან. (...) მოსკოვის მოლაპარაკებებში პოზიტიურ შედეგებში ჩეხოსლოვაკიის მხარიდან დიდი წვლილი შეიტანეს ლ. სვობოდამ, გ. ჰუსაკმა, ვ. ბილაკმა და სხვა ნათელი კლასობრივი ინტერნაციონალური პოზიციით დაინტერესებულმა პოლიტიკოსებმა.“

  • KOLÁŘ, Pavel; PULLMANN, Michal. Co byla normalizace? Studie o pozdním socialismu. Praha : Nakladatelství Lidové noviny, 2017. 224 s. ISBN 978-80-7422-560-4.
  • ANDREAS, Petr. Vybírat a posuzovat. Literární kritika a interpretace v období normalizace. Příbram : Pistorius & Olšanská, 2016. 224 s. ISBN 978-80-87855-55-3.