ნოვოჩერკასკის ტრიუმფალური თაღები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის ტრიუმფალური თაღები

ჩრდილოეთის ტრიუმფალური თაღი
მდებარეობა ნოვოჩერკასკი, რუსეთი
არქიტექტორი ლუიჯი რუსკა
ტიპი რუსული კლასიციზმი
გახსნის თარიღი 1817
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110046000
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110053000

ნოვოჩერკასკის ტრიუმფალური თაღები (რუს. Триумфальные арки Новочеркасск) — რუსული კლასიციზმის ძეგლები. კომპლექსი შედგება ორი ტრიუმფალური თაღისაგან. ერთ-ერთს ეწოდება ჩრდილოეთის, ხოლო მეორეს — დასავლეთის. შესაბამისად ისინი მდებარეობენ ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში.

ტრიუმფალური თაღები აგებულია 1817 წელს, 1812 წლის სამამულო ომში გამარჯვების ნიშნად. ეს არის სიმბოლო, რომელიც აღნიშნავს დონის კაზაკების წვლილს ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლაში[1]. თაღები არის ერთადერთი მსგავსი ძეგლი სამხრეთ რუსეთში[2], რომელიც შეტანილია ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[3][4].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდენტური თაღები განეკუთვნება გვიანი კლასიციზმის სტილს. თაღს გარს აკრავს 12 დორიული სვეტი. თითოეული მათგანი სრულდება პატარა ქვის ბურთებით. ჩრდილოეთის ტრიუმფალური თაღი გვირგვინდება ბრინჯაოს სამხედრო აღჭურვილობით, რომელშიც გადმოცემულია კაზაკების ამუნიცია და სამხედრო საგნები: ჯაჭვის პერანგი, დროშები, ხმლები, ფარები, იარაღი და ბირთვები.

თაღები აგებულია დახერხილი კირქვით. ზედაპირი შეღებილია თეთი და ყვითელი საღებავით. ჩრდილოეთი თაღის კედელზე ზემოთ არის წარწერა:

ვიკიციტატა
„Объемлемы восторгом, радостью сердца,
Спешат во сретенье монарха и отца,
Се Александр днесь ту же благость нам явил,
Чем в первый раз Великий Петр нас одарил“


დასავლეთის ტრიუმფალური თაღი სკულპტურა ჩრდილოეთი თაღის წარწერა

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1817 წელს ნოვოჩერკასკში ელოდებოდნენ იმპერატორ ალექსანდრე I-ის ვიზიტს. ატამანმა მატვეი პლატოვმა გადაწყვიტა იმპერატორის ვიზიტთან დაკავშირებით აეშენებინა ტრიუმფალური თაღი, თუმცა რადგანაც არ იყო ცნობილი, რომელი მხრიდან შემოვიდოდა იმპერატორი დასავლეთიდან ანუ ძველი როსტოვის გზიდან, თუ ჩრდილოეთიდან - მოსკოვის გზატკეცილიდან. გადაწყვიტეს ქალაქის ორივე შესასვლელში აეგოთ თაღი. ზოგიერთი ინფორმაციით თაღების პროექტი ეკუთვნის ადგილობრივ არქიტეტქორს. ისტორიკოსები და მხარეთმცოდნეები ვარაუდობენ, რომ პროექტის ავტორია ალესანდრო რუსკა ან მისი ძმა ლუიჯი რუსკა, რომელმაც ამავე პერიოდში ააშენა ნოვოჩერკასკის საკათედრო ტაძარი. ტრიუმფალური თაღები წლების განმავლობაში წარმოადგენდა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას[1].

საბჭოთა პერიოდში ტრიუმფალური თაღები მიგდებული და მოუვლელი იყო. მოხსნეს და გადაადნეს ყველა მეტალი. 2000-იან წლებში მოხდა თაღების აღდგენა და ფოტოგრაფირება. აღადგინეს დეკორატიული ელემენტები, ბურთები, ბარელიეფები. დაკიდეს მემორიალური დაფა[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Триумфальные арки. Официальный сайт города Новочеркасск. ციტირების თარიღი: 2016-12-30.
  2. Русский классицизм. Rostov Region. ციტირების თარიღი: 2016-12-30.
  3. Арка триумфальная (северная). ФГУП ГИВЦ Минкультуры России. ციტირების თარიღი: 2016-12-30.[მკვდარი ბმული]
  4. Триумфальная арка (западная). ФГУП ГИВЦ Минкультуры России. ციტირების თარიღი: 2016-12-27.[მკვდარი ბმული]
  5. Триумфальные арки Новочеркасска. Интернет-проект «1812». ციტირების თარიღი: 2016-12-30.