ნოვი-სონჩი
იერსახე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ნოვი-სონჩი პოლ. Nowy Sącz | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| კოორდინატები | 49°38′00″ ჩ. გ. 20°43′00″ ა. გ. / 49.63333° ჩ. გ. 20.71667° ა. გ. | ||||
| მმართველი | Ludomir Handzel | ||||
| დაარსდა | 1292 | ||||
| ფართობი | 57 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 281 მ | ||||
| მოსახლეობა | 84,594 კაცი (2006) | ||||
| სიმჭიდროვე | 1,500 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1[1] და UTC+2[1] | ||||
| სატელეფონო კოდი | +48 18 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 33-300-იდან 33-308-მდე, 33-310, 33-320 | ||||
| საავტომობილო კოდი | KN | ||||
| ოფიციალური საიტი | nowysacz.pl | ||||
ნოვი-სონჩი (პოლ. Nowy Sącz) — ქალაქი სამხრეთ პოლონეთში, მალოპოლსკის სავოევოდოში. მდებარეობს კარპატებში, ზღვის დონიდან 281 მ სიმაღლეზე, მდინარე დუნაეცის ნაპირზე. აქვს საქალაქო პოვიატის სტატუსი. ქალაქის ფართობია 57 კმ². 2006 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 84,594 ადამიანი. სარკინიგზო კვანძი. წარმტაცი მიმდებარე ტერიტორია და ისტორიული შენობა-ნაგებობები ქალაქს ტურისტულ ცენტრად აქცევს. არის რეგიონული მუზეუმი. მცირე პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. დაარსდა 1292 წლის 8 ნოემბერს. განვითარებულია კომპიუტერული ტექნოლოგიების წარმოება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნოვი-სონჩი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)