ნოდარ კოდუა
ნოდარ კოდუა (დ. 23 ივლისი, 1938, ხუთა) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.
1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია ხოლო 1967 წელს ასპირანტურა.
1961-1964 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტში“ ინჟინერ-დამპროექტებლად. 1964-1970 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის ასისტენტი. 1970-1988 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას პედაგოგ-დოცენტის წოდებით. 1988-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.იყო სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი. 1999-2009 წლებში იყო ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის მენეჯმენტის კათედრის გამგე. 1989 წელს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, მიწვევით, კითხულობდა ლექციებს. 2002 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრი. 2004-2005 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ენერგეტიკული სამსახურის უფროსი სპეციალისტი. მისი მონაწილეობითა და თანაავტორობით დაპროექტებულია, საქართველოს ენერგეტიკის სფეროს არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი. მათ შორის: რუსთავის ჰესი მტკვარზე, ასპინძის რაიონში, სიმძლავრის ხადორის ჰესი ახმეტის რაიონში. იყო „სანალია-ჩიხურის“ ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის ხელმძღვანელი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების პროექტის ავტორი. 2006-2009 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული, ასევე საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომუშავე ცხრა ჰესის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1988 წელს ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.