ნოდარ გვახარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვახარია.
ნოდარ გვახარია
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 16 აპრილი, 1932(1932-04-16)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 14 ნოემბერი, 1996(1996-11-14) (64 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ჯილდოები სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ნოდარ ვალერიანის ძე გვახარია (დ. 3 თებერვალი, 1932, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი — გ. 14 ნოემბერი, 1996, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა წყალბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1948–1951, 1956–1961), მოსკოვის „დინამოსა“ (1951–1956) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1951–1960). იყო თბილისის „დინამოს“ მოთამაშე-მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელი (1960–1967), საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1962–1964). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1953) და ორგზის მეორე პრიზიორი (1955, 1957), მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი (1954), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1953), ორგზის მეორე (1956, 1960) და ორგზის მესამე პრიზიორი (1958, 1959), საბჭოთა კავშირის ხალხთა II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში სამჯერ გახდა მეორე (1960, 1962, 1963) და ორჯერ მესამე პრიზიორი (1964, 1966).

1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[1]

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1956 ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები მელბურნი, ავსტრალია 3rd
1958 ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტი, უნგრეთი 3rd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 383, თბ., 2002;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 247, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]