ნიტრომეთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიტრომეთანი
ნიტრომეთანი: ქიმიური ფორმულა
ნიტრომეთანი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებანიტრომეთანი[1]
ტრადიციული სახელწოდებანიტროკარბოლი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა61.04 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.1371(20 °C)[2] /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−28.7[2] °C
დუღილის ტემპერატურა101.2[2] °C
ქიმიური თვისებები
pKa17.2[3]
სტრუქტურა
დიპოლური მომენტი 3.46[4] 

ნიტრომეთანიორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით . არის უმარტივესი ორგანული ნიტრონაერთი, მწარე ნუშის სუნის მქონე უფერული სითხე. გამოიყენება გამხსნელად, არომატული ნახშირწყალბადების ექსტრაქციისათვის, ქლორპიკრინის,[5] ფარმაცევტული საშუალებების, პესტიციდების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ბოჭკოების და საიზოლაციო მასალების დასამზადებლად[6]. მას ასევე იყენებენ როგორც საწვავის დანამატს.

დუღილის ტემპერატურა 101,2°C, სიმკვრივე 1138 კგ/მ³ (20°C); წყალში იხსნება; ერევა ჩვეულებრივ ორგანულ გამხსნელებს (პარაფინების გარდა), წყალთან წარმოქმნის აზეოტროპულ ნარევს (tდუღ 83,6°C, 76,4% ნიტრომეთანი).[5]

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდუსტრიული მეთოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიტრომეთანი ინდუსტრიულად იწარმოება აირად ფაზაში მყოფი პროპანისა და აზოტმჟავასგან 350–450 °C-ის პირობებში. ეს ეგზოთერმული რეაქცია წარმოქმნის ოთხ ინდუსტრიულად მნიშვნელოვან ნიტროალკანს: ნიტრომეთანს, ნიტროეთანს, 1-ნიტროპროპანს და 2-ნიტროპროპანს.[6]

ლაბორატორიული მეთოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაბორატორიაში ნიტრომეთანის მიღება ხდება ნატრიუმის ქლორაცეტატის და ნატრიუმის ნიტრიტის ურთიერთქმედებით ხსნარში.[7]
ClCH2COONa + NaNO2 + H2O → CH3NO2 + NaCl + NaHCO3

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2014) "Front Matter", Nomenclature of Organic Chemistry : IUPAC Recommendations and Preferred Names 2013 (Blue Book). Cambridge: The Royal Society of Chemistry, გვ. 662. DOI:10.1039/9781849733069-FP001. ISBN 978-0-85404-182-4. 
  2. 2.0 2.1 2.2 Haynes, p. 3.414
  3. Reich, Hans. Bordwell pKa table: "Nitroalkanes". წაკითხვის თარიღი: 17 January 2016.
  4. Haynes, p. 15.19
  5. 5.0 5.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 445, თბ., 1984 წელი.
  6. 6.0 6.1 Markofsky, S. B. (2000). Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. . ISBN 978-3527306732.
  7. Whitmore, F. C.; Whitmore, M. G. (1941). "Nitromethane". Organic Syntheses.; Collective Volume, 1, p. 401