ნირ ბარკატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნირ ბარკატი
ნირ ბარკატი
იერუსალიმის მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2008
წინამორბედიური ლუპოლიანსკი

დაბადებული19 ოქტომბერი, 1959
იერუსალიმი, ისრაელი
ეროვნებაებრაელი
მეუღლებევერლი ბარკატი
შვილები3
რელიგიაიუდაიზმი

ნირ ბარკატი (ებრ. ניר ברקת; დ. 19 ოქტომბერი, 1959) — ებრაელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, 2008 წლიდან იერუსალიმის მერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა იერუსალიმში, ებრაული უნივერსიტეტის ფიზიკოს-პროფესორის ოჯახში. სწავლობდა ამავე უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე, სადაც აიღო ბაკალავრის დიპლომი. ასევე სწავლობდა ბიზნეს-ადმინისტრირების კურსზე, რომელიც არ დაუსრულებია. ნირი მსახურობდა ისრაელის მედესანტეების ბრიგადაში, 6 წლის განმავლობაში და მოიპოვა მაიორის წოდება (1977-1983 წწ.). იგი ქორწინებაშია და ჰყავს 3 ქალიშვილი.

მან თავისი კარიერა მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიით დაიწყო. 1988 წელს დააარსა ფირმა, რომელიც ეფუძნება ანტივირუსული კომპიუტერის პროგრამების წარმოებას. 2003 წლის იანვარში, ბარკატი ჩაერთო პოლიტიკაში.

2008 წლის 11 ნოემბერს, იერუსალიმის მერის არჩევნებზე გაიმარჯვა და მოიპოვა ხმათა 52 %. მისმა კონკურენტმა, მეირ პორუშმა მოიპოვა ხმათა 43 %[1]. 2013 წელს ნირ ბარკატი გავიდა 43-ე ადგილზე ყველაზე გავლენიან ებრაელებს შორის.

2013 წელს, პარტია ავოდის მხარდაჭერით, მან ხელახლა იყარა კენჭი იერუსალიმის მერის პოსტზე. ასევე მიიღო მხარდაჭერა პარტია მერეცისაგან, რომლის კანდიდატმაც, პეპე ალალუმ, მოხსნა თავისი კანდიდატურა, რათა ბარკატისათვის ხმები არ წაერთმია[2]. ხმათა 52 %-ის მოპოვების შედეგად, ბარკატი მერის პოსტზე ხელახლა აირჩიეს[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]