შინაარსზე გადასვლა

ნირმალა სითჰარამანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნირმალა სითჰარამანი
ინგლ. Nirmala Sitharaman< br />  თამ  நிர்மலா சீதாராமன்
ნირმალა სითჰარამანი ინგლ. Nirmala Sitharaman< br />  თამ  நிர்மலா சீதாராமன்
ინდოეთის დროშა ინდოეთის ფინანსთა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა30 მაისი 2019
წინამორბედიარუნ ჯეტლი

ინდოეთის დროშა ინდოეთის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 სექტემბერი 2017 – 30 მაისი 2019
წინამორბედიარუნ ჯეტლი
მემკვიდრერაჯნატხ სინგჰი

ინდოეთის დროშა ინდოეთის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მაისი 2014 – 3 სექტემბერი 2017
წინამორბედიანანდ შარმა
მემკვიდრესურეშ პრაბხუ

დაბადებული18 აგვისტო 1959 (62 წლის)
მადურაი, მადრასი, ინდოეთი
პოლიტიკური პარტიაინდოეთის სახალხო პარტია
მეუღლეპარაკალა პრაბჰაკარი
შვილები1
განათლებაჯავაჰარლალ ნერუს უნივერსიტეტი

ნირმალა სითჰარამანი (ინგლ. Nirmala Sitharaman; დ. 18 აგვისტო, 1959) —ინდოელი პოლიტიკოსი, 2019 წლის მაისიდან იკავებს ინდოეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს. იგი გახლავთ  ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი. მანამდე იგი ინდოეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი მეორე ქალი პოლიტიკოსია, ვინც ამ პოსტს იკავებდა ქვეყანაში. [1][2]

ნირმალა სითჰარამანი დაიბადა ინდოეთის ქალაქ მადურაიში. მისი მშობლები საშუალო ფენის წარმომადგენლები იყვნენ. 1980 წელს დაამთავრა კოლეჯი Seethalakshmi Ramaswami და მიიღო  ეკონომიკის   ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1984 წელს— დელის ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის უნივერსიტეტში გახდა  ხელოვნების მაგისტრი ეკონომიკის დარგში.  

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თავდაცვის მინისტრის პოსტზე. 2017 წლის 7 სექტემბერი
სითჰარამანი ხელმძღვანელობს ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ჩვენებას, 2018 წლის იანვარი

ნირმალა სითჰარამანი  2006 წელს გახდა ინდოეთის სახალხო პარტიის (ბჰარატია ჯანატა)  წევრი, 2010 წელს დაინიშნა პარტიის პრესმდივნად. 2014 წელს იგი შეიყვანეს პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის კაბინეტში, როგორც უმცროსი მინისტრი. ხოლო 2014 წლის ივნისში აირჩიეს ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრად. 2016 წლის მაისში იგი გახლდათ ინდოეთის სახალხო პარტიის  12 კანდიდატიდან  ერთ-ერთი, რომელიც მონაწილეობდა პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში და წარმატებით შეინარჩუნა ადგილი. 2017 წლის 3 სექტემბერს იგი დაინიშნა ინდოეთის თავდაცვის მინისტრად, რითაც გახდა მეორე ქალი ქვეყანაში ინდირა განდის შემდეგ, რომელმაც აღნიშნული პოსტი დაიკავა.[3][4]

2019 წლის 31 მაისს დაინიშნა ფინანსთა და კორპორატიულ საქმეთა მინისტრად. იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც დაიკავა ფინანსთა მინისტრის პოსტი ქვეყანაში. 2019 წლის 5 ივლისს მან ინდოეთის პარლამენტს წარუდგინა თავისი პირველი ბიუჯეტის გეგმა. ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის დროს იგი დაინიშნა ეკონომიკური რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელად.[5][6][7][8]

შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრთან, ბიზნესის, ინოვაციებისა და უნარების საკითხებში სახელმწიფო მდივან ბატონ საჯიდ ჯავადთან ნიუ დელი, 8 ივლისი, 2016 წ

ნირმალა სითჰარამანი ლონდონში, საოჯახო დეკორის მაღაზია  Habitat-ში გამყიდვლად მუშაობდა. დიდ ბრიტანეთში ყოფნისას ის ასევე მუშაობდა უფროს მენეჯერად PricewaterhouseCoopers-ში და შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში— BBC World Service-ში.[9][10]

2017 წელს გახდა ქალთა ეროვნული კომისიის წევრი.[11]

2019 წელს ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის უნივერსიტეტმა ნირმალა სითჰარამანს გადასცა გამორჩეული კურსდამთავრებულების ჯილდო. 2019 წელს ჟურნალმა Forbes-მა მას 34-ე ადგილი მიაკუთვნა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალთა შორის.[12][13]

Fortune-მა ნირმალა სითჰარამანი ინდოეთის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა.[14]

ნირმალა სითჰარამანმა გაიცნო მისი მეუღლე პარაკალა პრაბჰაკარი დელიში  ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის უნივერსიტეტში სწავლის დროს. მომავალი მეუღლე, ანდჰრა-პრადეშიდან, კონგრესმენის ოჯახიდან გახლდათ.  ისინი 1986 წელს დაქორწინდნენ და შეეძინათ ქალიშვილი. პრაბჰაკარი მუშაობდა ანდჰრა-პრადეშის ყოფილი მთავარი მინისტრის მრჩევლად კომუნიკაციების საკითხებში.[12]

  1. Who Gets What: Cabinet Portfolios Announced. Full List Here[მკვდარი ბმული]. ndtv.com.
  2. A power couple whom AP looks up to. timesofindia.indiatimes.com.
  3. BJP gets a JNU product as its woman spokesparson. timesofindia.indiatimes.com.
  4. Nirmala elected to Rajya Sabha (27.06.2014). thehindu.com.
  5. Nirmala Sitharaman appointed Finance Minister in Modi govt 2.0 as Arun Jaitley retreats. financialexpress.com.
  6. PM Modi allocates portfolios. Full list of new ministers (31.05.2019)[მკვდარი ბმული]. livemint.com.
  7. Coronavirus in India: Economic task force yet to be formed; no decision on relief package (21.03.2020)[მკვდარი ბმული]. businesstoday.in.
  8. In Nirmala Sitharaman, India Gets Its Second Woman Defence Minister After Indira Gandhi[მკვდარი ბმული]. huffingtonpost.in.
  9. The rise and rise of Nirmala Sitharaman: From spokesperson to defence minister. business-standard.com.
  10. "12 Unknown Facts About Nirmala Sitharaman: The Sales Girl Bit Will Surprise You". The Hans India.
  11. Who is Nirmala Sitharaman, India’s first full-time woman Defence Minister. financialexpress.com.
  12. 12.0 12.1 Nirmala Sitharaman, Jaishankar to get JNU’s Distinguished Alumni Award. thehindu.com.
  13. #34 Nirmala Sitharaman. forbes.com.
  14. "India's Most Powerful Business Women in 2021 - Fortune India დაარქივებული 2022-03-04 საიტზე Wayback Machine. ". www.fortuneindia.com. Retrieved 18 February 2022.