ნინო ალექსი-მესხიშვილი (1900-1983)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინო ალექსი-მესხიშვილი.
ნინო ალექსი-მესხიშვილი
დაბადების სახელი ნინო ალექსი-მესხიშვილი
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1900
პეტერბურგი
გარდაცვალების თარიღი 9 მაისი, 1983 (82 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ნინო სარდიონის ასული ალექსი-მეხიშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1900, პეტერბურგი — გ. 9 მაისი, 1983, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1941).

1922–1924 წლებში სწავლობდა აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში. 1924 წელს მსახიობად ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში. ასრულებდა სახასიათო როლებს. მისი მთავარი ნამუშევრებია: მადამ სალი („პირველი ნაბიჯი“, გიორგი წერეთლის მოთხრობის მიხედვით), სოფია იგნატიევნა (ალექსანდრე ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“), სალი (ბორის ლავრენიოვის „ამერიკის ხმა“), დეიდა მარგარიტა (ედმონდ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), რუთ მამლოკი (ფრიდრიხ ვოლფის „პროფესორი მამლოკი“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 302.
  • გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 104, თბ., 1997