შინაარსზე გადასვლა

ნინო აბაკელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო აბაკელია
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 16 ნოემბერი, 1950(1950-11-16)[1] (75 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი[1]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა ეთნოლოგი[1] და ანთროპოლოგი[2]
მოქალაქეობა საქართველოს სსრ[1]
 საქართველო[1]

ნინო აბაკელია (დ. 16 ნოემბერი, 1950, თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენა და ლიტერატურა), 1973 წელს.

1974 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში; კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. სადისერტაციო თემა — „სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში“, დაიცვა 1997 წელს.

  • სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში (ავტორი). - თბილისი, 1997. - 239გვ.
  • ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი (თანაავტორი). - თბილისი, 1991. - 144გვ.
  • მითი და რიტუალი დასავლეთ საქართველოში. - თბილისი, მეცნიერება, 1991

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. Catalog of the German National Library