ნინა გილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინა გილი
დაბადების თარიღი ლუდჰიანა, პენჯაბის შტატი, ინდოეთი
რეზიდენცია ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ბრიტანელი
ალმა-მატერი

ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტი,

ლონდონის ბიზნეს სკოლა
პარტია ლეიბორისტული პარტია
მეუღლე(ები) ჯონ თავნერი (დაქ. 1982 წელს, გან. 2009 წელს)
შვილ(ებ)ი 1
საიტი www.neenagillmep.eu

ნინა გილი ბრიტანელი პოლიტიკოსი და ლეიბორისტული პარტიის წევრია. იგი მუშაობდა ევროპის პარლამენტში და წარმოადგენდა დასავლეთ მიდლენდს, პირველად - 1999-დან 2009 წლამდე, ხოლო მოგვიანებით, 2014-დან 2020 წლამდე.

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გილი დაიბადა ინდოეთში, კერძოდ, პენჯაბის შტატის ქალაქ ლუდჰიანაში,[1] თუმცა ემიგრირდა გაერთიანებულ სამეფოში საკუთარ ოჯახთან ერთად 10 წლის ასაკში. მამამისი იყო ბიზნესმენი.[2] გილის პირველი სამსახური ბიბლიოთეკაში დაიწყო 16 წლის ასაკში.[3] მან 1979 წელს მიიღო სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომი ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტში. გილი იყო სტუდენტთა გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი.[4] მოგვიანებით, 1984 წელს გილიმ მოიპოვა მაგისტრის პროფესიული კვალიფიკაცია, ხოლო 1996 წელს, დაასრულა უმაღლესი პროგრამა ლონდონის ბიზნეს სკოლაში.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გილი გახდა სტაჟიორი ბუღალტერი, თუმცა მხოლოდ 6 კვირის განმავლობაში იმუშავა, სანამ არ გახდა საბინაო ოფიცერი ილინგის ლონდონის ბოროუს საბჭოში. 29 წლის ასაკში, გილი გახდა ASRA-ის ჯგუფის აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომლის შედეგადაც ის გახდა პირველი მდედრობითი სქესის პიროვნება, პირველი არათეთრკანიანი და ყველაზე ახალგაზრდა აღმასრულებელი თავმჯდომარე გაერთიანებული სამეფოს საბინაო ასოციაციის ფარგლებში. მოგვიანებით, იგი მუშაობდა ნიულონის საბინაო ჯგუფის აღმასრულებელ თავმჯდომარედ.

ევროპის პარლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს ლეიბორისტების საარჩევნო წარმატების წინარე პერიოდებში, გილი მუშაობდა ლეიბორისტთა ჩრდილოვან კაბინეტში, რათა პარტიას დახმარებოდა სოციალური პოლიტიკის წარმართვაში. იგი აირჩიეს ევროპის პარლამენტში 1999 წელს, როგორც მდედრობითი სქესის პირველი წარმომადგენელი.[5] დასავლეთ მიდლენდის წარდგენის დროს 1999 და 2009 წლებს შორის, გილის ეკავა სხვადასხვა პოზიცია, მათ შორის, ინდოეთთან ურთიერთობების დელეგაციის პრეზიდენტი და სამხრეთ აზიისა და SAARC-ის ქვეყნების დელეგაციის პრეზიდენტი. ასევე, იგი გაწევრიანებული იყო სამართლებრივ საქმეთა კომიტეტში და საბიუჯეტო კომიტეტში.

გილის ბედი წარუმატებელი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მესამე ვადით არჩეულიყო 2009 წლის ევროპის პარლამენტში.[6] პარლამენტს გარეთ ყოფნის დროს, გილი მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაში (ინგლ. აბრევიატურა - "SAS") კორპორატიულ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტად (ევროპა და აზია-წყნარი ოკეანე).[7][8]

გილი განიხილავს Brexit-სა და ინდოეთის საკითხებს 2017 წელს.

იგი აირჩიეს დასავლეთ მიდლენდიდან ლეიბორისტების წარმომადგენლად ევროპარლამენტში (საიონ სიმონთან ერთად).[9] ამ ვადის განმავლობაში, იგი გაწევრიანებული იყო ეკონომიკისა და მონეტარულ საქმეთა კომიტეტში, ისევე როგორც სპეციალურ საგადასახადო მმართველობის კომიტეტში, ფინანსური კრიმინალის, გადასახადების დამალვისა და თავიდან არიდების, აგრეთვე ინდოეთსა და აშშ-სთან ურთიერთობების დელეგაციის ნაწილად.[10] იგი განსაკუთრებით აქტიური იყო ფინანსური რეგულირების საქმეში და 2015 წელს ევროპული "ფულის ბაზრის ფონდის" ფარგლებში ასრულებდა რეპორტიორის მოვალეობას.

გილი გახდა ერთ-ერთი გამარჯვებული გაერთიანებული სამეფოდან (მეორე იყო კონსერვატორი პრიტი პატელი), რომელმაც მიიღო არაინდოეთის მოქალაქისთვის განკუთვნილი უმაღლესი საპატიო წოდება (ინგლ. Pravasi Bharatiya Samman).[11] ამავე წელს, გილი დაინიშნა ბრიტანეთის იმპერიის ბრძანების მეთაურად 2017 წელს.[12] 2018 წლის ივლისში, გილი გახდა ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის საპატიო მკვლევარი.[13]

იგი ხელახლა აირჩიეს ევროპის საპარლამენტო არჩევნებში 2019 წელს, როგორც ერთადერთი ლეიბორისტი პარლამენტის წევრი დასავლეთ მიდლენდისთვის.[14] გილი დარჩა ეკონომიკისა და მონეტარულ საქმეთა კომიტეტის წევრად. 2019 წლის სექტემბერში, გილი თავმჯდომარის სახით შეუერთდა იაპონიასთან ურთიერთობების დელეგაციასა და აფრიკა-კარიბი-წყნარი ოკეანე-ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეას, როგორც ვიცე-თავმჯდომარე და კოორდინატორი.[15]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს ნინა გილი დაქორწინდა დოქტორ ჯონ თავნერზე, რომელიც მუშაობდა გარემოს დაცვის კონსულტანტად. ნინა გილისა და დოქტორ ჯონ თავნერს ჰყავთ ერთი ვაჟი. ისინი განქორწინდნენ 2009 წელს.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Gill, Neena. UK Who's Who. DOI:10.1093/ww/9780199540884.013.U17141. ISBN 978-0-19-954088-4. ციტირების თარიღი: 17 September 2019. 
  2. 2.0 2.1 One of a kind. Politico (2 April 2003). ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  3. 5 questions with... Neena Gill. The Parliament Magazine (3 May 2017). ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  4. Honorary Fellow Neena Gill CBE. Liverpool John Moores University (13 July 2018). ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  5. Harman's office Thatcher U-turn. BBC News (16 September 2009). ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  6. „European elections 2009: West Midlands region“. The Daily Telegraph. 26 May 2009. ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  7. Neena Gill, Member of European Parliament for the West Midlands (Labour). University of Warwick. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  8. Neena Gill. Women Economic Forum (21 January 2017). ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  9. „West Midlands“. BBC News. ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  10. 8th parliamentary term. European Parliament. ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  11. Pravasi Bharatiya Samman Awards-2017. Ministry of External Affairs (India)|Ministry of External Affairs (9 January 2017). ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  12. New Year's Honours 2017: CSV. gov.uk (30 December 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  13. Honorary Fellow Neena Gill CBE. Liverpool John Moores University (13 July 2018). ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  14. European election 2019: Brexit Party tops West Midlands polls. BC News (27 May 2019). ციტირების თარიღი: 17 September 2019.
  15. 9th parliamentary term. European Parliament. ციტირების თარიღი: 17 September 2019.