ნიკოლოზ ყაზბეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაზბეგი.

ნიკოლოზ ყაზბეგი (დ. 26 დეკემბერი, 1908, თბილისი — გ. 1983, იქვე) — ქართველი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წელს მოეწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მას გიგო გაბაშვილი და ევგენი ლანსარე ასწავლიდნენ. 1930 წელს ის იძულებული გახდა დაეტოვებინა აკადემია, რადგანაც იყო ემიგრანტისა და ხალხის მტრის შვილი ... ამ წლიდან მოყოლებული, ყაზბეგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან თეატრთან. 1940-1943 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი მხატვარი. 1959 წლიდან ნიკა ყაზბეგი დამდგმელ მხატვრად მუშაობდა თბილისში, კინოსტუდია ქართულ ფილმში, სადაც გააფორმა 17-მდე ფილმი, მათ შორის: „ნინო“ (1959), „ჯარისკაცის მამა“, „შეხვედრა წარსულთან“, „სამკაულები ჩემი სატრფოსათვის“, „ჩარირამა“ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 94