შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ ჟუკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ჟუკოვსკი
რუს. Николай Егорович Жуковский[1]
დაბ. თარიღი 5 (17) იანვარი, 1847[2] [3]
დაბ. ადგილი ორეხოვო, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 17 მარტი, 1921(1921-03-17)[4] [1] [5] [6] [3] (74 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ[4] [1]
დასაფლავებულია დონის სასაფლაო[7]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
რსფსრ
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი[8] , გამომგონებელი, ინჟინერი, military flight engineer და აეროკოსმოსური ინჟინერი[9]
მუშაობის ადგილი ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი[1] [10] და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი[11] [10]
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი[1] , მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი[12] [1] და 4th Moscow Gymnasium[1]
განთქმული მოსწავლეები John D. Akerman, Alexandr Arkhangelsky, Leonid Assur, Nickolay Delone, Alexander Mikulin, ანდრია ტუპოლევი და Aleksandr Nekrasov
ჯილდოები წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ნიკოლოზ ჟუკოვსკი (რუს. Никола́й Его́рович Жуко́вский; დ. 17 იანვარი, 1847, ორეხოვო — გ. 17 მარტი, 1921) — რუსი ფიზიკოსი.

1847 წლის 17 იანვარს ვლადიმირის ყოფილ გუბერნიის სოფელ ორეხოვოში საგზაო ინჟინრის იაგორ ჟუკოვსკის ოჯახში დაიბადა ბავშვი, რომელსაც შემდეგში „რუსული ავიაციის მამა“ უწოდეს. ეს იყო ნიკოლოზ ჟუკოვსკი. პირველდაწყებითი განათლება ჟუკოვსკიმ ოჯახში მიიღო - წარჩინებული სტუდენტისრეჰმანის ხალმძღვანელობით. რეჰმანმა მას ფიზიკისა და ქიმიისადმი სიყვარული შთაუნერგა. 1858 წელს 11 წლის ჟუკოვსკი მოსკოვის მეოთხე გიმნაზიის მესამე კლასში ჩარიცხეს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობის პერიოდში ჟუკოვსკი ფიზიკით იყო გატაცებული, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სავსებით გაირკვა მისი სამეცნიერო ინტერესი: მან აირჩია თეორიული და გამოყენებითი მექანიკა. 1870 წლიდან ჟუკოვსკი იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის ქალთა გიმნაზიასა და უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლიდა. 1882 წელს მან დაიცვა დისერტაცია გამოყენებითი მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე: „მოძრაობის სიმტკიცის შესახებ“.

1886 წელს იგი მიიწვიეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის პტოფესორად, ხოლო ერთი წლის შემდეგ პარალელურად დაიწყო მუშაობა უმაღლესი მექანიკური სასწავლებლის ანალიზური მექანიკის კათედრის პროფესორად. ჩვენი ქვეყნის ამ ორ უდიდეს სასწავლებელში გაშალა ჟუკოვსკიმ თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობა. მის ირგვლივ შემოიკრიბნენ ახალგაზრდა მკვლევარები და მოწაფეები. 1894 წელს ჟუკოვსკი აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1900 წელს კი ამავე აკადემიის ნამდვილ წევრად წარადგინეს.იმდროინდელი წესის მიხედვით პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ვალდებული იყო პეტერბურგში ეცხოვრა. ჟუკოვსკიმ ვერ დატოვა თავისი საყვარელი მოწაფეები და მოწყობილი ლაბორატორიები, რის გამოც თვითონ მოხსნა თავისი კანდიდატურა აკადემიაში.

ნიკოლოზ ჟუკოვსკის შრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟუკოვსკი მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. 1905 წელს იგი მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. ამ საპატიო თანამდებობაზე იგი გარდაცვალებამდე დარჩა. უფრო გვიან, ჟუკოვსკი რუსული ავიაციის შექმნაზე მუშაობდა. 1914-1918 წლებში ჟუკოვსკი რუსული არმიის სამსახურში ჩადგა და ყოველნაირად ეხმარებოდა მის ტექნიკურ გაძლიერებას. პირველი აეროდინამიკური გამოკვლევა რუსეთში ჟუკოვსკიმ ჩაატარა. ჟუკოვსკის მეცნიერულ მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული თეორიული მექანიკის განვითარება რუსეთში. იგი იყო კლასიკურიი თეორიული მექანიკის კარგი მცოდნე, დაკვირვებული ბუნებისმეტყველი, მაღალი რანგის ინჟინერი და აეროდინამიკური სკოლის შემქმნელი რუსეთში.

1897-1898 წლებში ჟუკოვსკი მიიწვიეს მოსკოვის ახალი წყალსადენის მშენებლობაზე, იქ მას ევალებოდა ეხელმძღვანელა წყალსადენ მილებში ჰიდრავლიკური დარტყმებისათვის. მრავალი დაკვირვების შედეგად ჟუკოვსკიმ დაასკვნა, რომ ჰიდრავლიკური დარტყმა წყალსადენ მილებში ვრცელდება მუდმივი სიჩქარით. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჟუკოვსკი დაინტერესდა აეროდინამიკის საკითხებით. თავის პირველ შრომაში მან მოგვცა ფრინველის სიმძიმის ცენტრის მოძრაობის განტოლება და შეისწავლა მისი ფრთების ტრაექტორია; განსაზღვრა ე.წ. „მკვდარი მარყუჟის“ ტრაექტორიაც. ამგვარად, ჟუკოვსკიმ იწინასწარმეტყველა თვითმფრინავის მოძრაობის შესაძლებლობა.

შემდეგ შრომაში ჟუკოვსკიმ მოგვცა თვითმფრინავის მარტივი მოძრაობის გამოთვლის მეთოდები და თვითმფრინავის სეროდინამიკური გამოთვლის ძირითადი განტოლების გრაფიკული ამოხსნის მეთოდები - ე. წ. „ჟუკოვსკის წევის მეთოდი“. 1907 წელს გამოქვეყნდა ჟუკოვსკის შრომა „გრიგალთა წარმოშობის შესახებ“, რომელშიც მოცემულია თვითმფრინავის ფრთის ამწევი ძალის გნსაზღვრის მეთოდები; თვითმფრინავის ფრენის სიჩქარის ცირკულაციის განსაზღვრის მეთოდი; ამ მეთოდის თანამედროვე ავიაციაში ჟუკოვსკის ჰიპოთეზა ეწოდება. აქვეა მოცემული მისი შესანიშნავი თეორემა, რომელიც ამტკიცებს, რომ „თვითმფრინავის ამწევი ძალა გაქანების გრძივ მეტრზე უდრის ჰაერის სიმკვრივეს გამრავლებულს მოძრაობის სიჩქარეზე და ფრთის ირგვლივ ჰაერის ცირკულაციის სიჩქარეზე. 1912 წელს ჟუკოვსკიმ გამოაქვეყნა თვითმფრინავის პროპელერის თეორია. ამის შემდეგ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ცნება - „ჟუკოვსკის ხრახნი“.

ნიკოლოზ ჟუკოვსკი გარდაიცვალა 1921 წლის 17 მარტს.

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 277-281.
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
  2. http://www.emomi.com/history/zhukovsky.pdf
  3. 1 2 Педагоги и психологи мира — 2012.
  4. 1 2 Жуковский Николай Егорович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1972. — Т. 9 : Евклид — Ибсен. — С. 240–242.
  5. SNAC — 2010.
  6. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  7. Find a Grave — 1996.
  8. Catalog of the German National Library
  9. Národní autority České republiky
  10. 1 2 https://www.google.cat/books?id=05mxDwAAQBAJ&pg=PA147 — გვ. 147.
  11. Летопись Российской академии наук. Т. VII. 1946—1953Москва: Архив Российской академии наук, 2022. — С. 680. — 896 с. — ISBN 978-5-6046932-6-1
  12. Mathematics Genealogy Project — 1997.