ნიკოლოზ ნეკრასოვის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ ნეკრასოვის სახლ-მუზეუმი
House of Krayevsky.jpg
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა დეკემბერი, 1946
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, ნეკრასოვის ქუჩა, 2
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810728000

ნიკოლოზ ნეკრასოვის სახლ-მუზეუმი (რუს. Музей-квартира Н. А. Некрасова) — სახლ-მუზეუმი საქნტ-პეტერბურგში. იგი მემორიალურია და ეძღვნება რუს მწერალს ნიკოლოზ ნეკრასოვს.

მუზეუმის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი მდებარეობს კრაევსკის სახლში, რომლის კედლებშიც განთავსებულია XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ცენტრი. მუზეუმი დაარსდა 1946 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების მიხედვით პოეტის უკანასკნელ საცხოვრებელ სახლში. ამ სახლში ნეკრასოვი ცხოვრობდა 1857 წლიდან გარდაცვალებამდე, ანუ 1877 წლამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში პოეტის ბინაში განთავსებული იყო ორი პროგრესული ჟურნალის: „Современник“-ის და „Отечественных записок“-ის რედაქციები. 1850-1870-იან წლებში ნეკრასოვის სახლი გახდა პეტერბურგის კულტურული და ლიტერატურული ცხოვრების ცენტრი. აქ ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი რუსი ლიტერატურის მოღვაწეები: ი. ტურგენევი, ლევ ტოლსტოი, ა. ოსტროვსკი, თედორე დოსტოევსკი, მ. სალტიკოვ-შჩედრინი, ი. გონჩარევი და სხვ., რომლებიც თანამშრომლობდნენ ჟურნალებთან. რედაქციაში მუშაობდნენ: ი. პანაევი, ნ. ჩერნიშევსკი, ნ. დობროლიუბოვი. ერთ-ერთი თანამედროვე წერდა:

ვიკიციტატა
„ამ ოთახის ისტორია არის მთელი ეპოქის ლიტერატურული ურთიერთობების ისტორია, რუსული ჟურნალისტიკის ისტორია[1].“

სწორედ ამიტომ ნეკრასოვის სახლ-მუზეუმის ექსპოზიცია მოგვითხრობს არ მხოლოდ პოეტის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე, არამედ რუსული ლიტერატურისა და მისი პუშკინის შემდგომი პერიოდის წარმომადგენლების ბედზე. მუზეუმში შესაძლებელია პოეტისა და მისი ცნობილი თანამედროვეების პორტრეტების ხილვა, რომელიც შესრულებულია გამოჩენილი რუსი მხატვრების ი. კრამსკისა და კ. გორბუნოვის მიერ. ასევე შესაძლებელია იშვიათი დოკუმენტალური ფოტოების ხილვა. ერთ-ერთი ექსპოზიცია მიძღვნილია პანაევისადმი, რადგან 1857 წლიდან 1862 წლამდე ამ ოთახში ცხოვრობდა და მიოღვაწეობდა ივანე პანაევი, ნეკრასოვის თანარედაქტორი და მეგობარი. წარმოდგენილი ექსპონატები მოგვითხრობს ამ ცნობილი მწერლის, პოეტისა და ჟურნალისტის ცხოვრებასა და შემოქმედებზე. სახლ-მუზეუმის მთელი ფონდი მოიცავს 11 ათასზე მეტ ექსპონატს.

ექსპონტების გარკვეული ნაწილი ეძღვნება ანდრეი კრაევსკის, ცნობილ მწერალს, გამომცემელსა და პუბლიცისტს. 1990 წლის დასაწყისიდან კრაევსკის შენობაში განთავსდა საგამოფენო დარბაზები, სადაც წარმოდგენილი პეტერბურგელი მხატვრებისა და კოლექციონერების ნამუშევრები. აქვე იმართება მუსიკალური და პოეტური საღამოები.

სახლის ფოლკლორული სახელწოდებაა „ხუთი ნიკოლოზი“ რადგან მასზე განთავსებულია ხუთი ნიკოლოზის მემორიალური დაფა (ნიკოლოზ ნეკრასოვი, ნიკოლოზ ჩერნიშევსკი, ნიკოლოზ დობროლიუბოვი, ნიკოლოზ პიროგოვი და ნიკოლოზ ფინგერი)

მუზეუმის მისამართია: 191104, საქნტ-პეტერბურგი, ლიტეინის პროსპექტი № 36.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Музей-квартира Н. А. Некрасова. — М: Внешторгиздат, 1990.
  • Иванов С. В. Неизвестный соцреализм. Ленинградская школа. Санкт-Петербург: НП-Принт, 2007. — с. 404, 405, 422, 446. ISBN 5901724216, ISBN 9785901724217.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Музей-квартира Н. А. Некрасова. — М: Внешторгиздат, 1990. — с.3.