ნიკოლოზ პიროგოვი
ნიკოლოზ ივანეს ძე პიროგოვი (რუს. Никола́й Ива́нович Пирого́в; დ. 25 ნოემბერი [ძვ. სტ. 13 ნოემბერი] , 1810, მოსკოვი — გ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 25 ნოემბერი] , 1881, სოფ. ვიშნია) — რუსი ქირურგი და ანატომი, რომლის გამოკვლევებმა საფუძველი დაუდო ანატომიაში ექსპერიმენტულ მიმართულებას, სამხედრო-საველე ქირურგიის ფუძემდებელი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1847).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1828 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1828-1832 წლებში დერპტის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტში ეუფლებოდა კლინიკურ ქირურგიასა და ანატომიას. 1832 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1833-1835 ქირურგიასა და ანატომიაში დასახელოვნებლად იმყოფებოდა გერმანიაში. 1836, დერპტში დაბრუნების შემდეგ, აირჩიეს პროფესორად, სადაც დაჰყო 1840—მდე. მონაწილეობდა სევასტოპოლის დაცვაში 1854-1855 წლებში, სადაც ხელმძღვანელობდა დაჭრილთა სამედიცინო დახმარებას.
პიროგოვმა ქირურგიის ისტორიაში პირველად გამოიყენა ნარკოზისათვის ეთერი, ჭრილობის დაჩირქების თავიდან ასაცილებლად — იოდი და სპირტი, შექმნა ოპერაციების ჩატარების მრავალი ახალი მეთოდი. ნ. ი. პიროგოვის ნაშრომმა „ტიპოგრაფიულმა ანატომიამ“ (1854) მას მსოფლიო სახელი მოუხვეჭა და დღემდე ექიმ-ქირურგების სამაგიდო წიგნია. პიროგოვის სახელი მიეკუთვნა არაერთ დაწესებულებას.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ Пирогов Николай Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ http://www.vitals.com/doctors/Dr_Maryana_Borshansky.html
- ↑ http://www.vitals.com/doctors/Dr_Elizabeth_Sirota.html
- ↑ http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1889947/
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118984373 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ http://www.myhero.com/go/hero.asp?hero=N_Pirogov_LC_ss133_RU_2009_ul
- ↑ http://yalemedicine.yale.edu/spring2003/features/feature/53273
- ↑ http://duckduckgo.com/1/c/People_from_Moscow

- დაბადებული 25 ნოემბერი
- დაბადებული 1810
- მოსკოვში დაბადებულები
- გარდაცვლილი 5 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1881
- წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას I ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის ორდენის კავალრები (რუსეთის იმპერია)
- რუსი ანატომები
- რუსი გამომგონებლები
- რუსი ქირურგები
- XIX საუკუნის რუსი მეცნიერები