ნიკოლოზ კვინიხიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ კვინიხიძე (დ. 21 იანვარი, 1889, ვიტებსკი — გ. 7 თებერვალი, 1968, პოზნანი) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის მუშაკი.

1922 წელს დაამთავრა პოზნანის უნივერსიტეტი.

1907-1910 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის მათემატიკა-სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ფაკულტეტზე, საიდანაც გარიცხეს სტუ­დენ­ტურ დემონსტრაციაში მო­ნა­წილეობის გამო. 1918-1920 წლებში იყო დენიკინის არმიის შტაბის კავალერიის ოფიცერი და იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1951-1959 წლებში მუშაობდა მისივე მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დაარსებული პოზნანის სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სკოლის ნიადაგმცოდნეობის კა­თე­დრის გამგედ. იყო რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში პოლონეთის ქარ­თველ­თა საზოგადოების წევრი. აქტიურად მონაწი­ლეობდა ქარ­თული დიასპორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. მიღებული აქვს პოლონეთის სა­ხელმწიფოს ჯილდოები, მათ შორის პოლონეთის ნაციონა­ლური პრემია. პოზნანის სოფლის მეურნეობის აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 668

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]