ნიკოლოზ იზაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ იზაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები ხაზოვანი II ქუჩა, ყუბის ქუჩა, პეტრე კროპოტკინის ქუჩა

ნიკოლოზ იზაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ქეთევან დედოფლის გამზირიდან ალექსანდრე წურწუმიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ხაზოვანი II ქუჩა, თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია ყუბის ქუჩის სახელწოდებით. 1923 წელსპეტრე კროპოტკინის, 1998 წელს კი ნიკოლოზ იზაშვილის სახელი ეწოდა. აქვს 1 ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]