შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ გონგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ვალერიანის ძე გონგაძე (დ. 12 დეკემბერი, 1948, თბილისი) — ქართველი ფარმაკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2004).

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1978-1989 წლებში მოღვაწეობდა თბილისისა და ლენინგრადის წამყვან კლინიკებში. 1993 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის თანამშრომელი (1998 წლიდან — პროფესორი), 2002-2006 წლებში — ამავე კათედრის გამგე. 1991-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიურ კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე. მისი სამეცნიერო შრომები ეხება გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი წამლებისა და ბიოლოგიური აქტიური ნივთიერებების ფარმაკოლოგიას. გონგაძე არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი.

  • საქართველოს ფარმაკოლოგიური ფორმულარი, თბ., 1994 (თანაავტ.);
  • ანტიბიოტიკებით რაციონალური თერაპია, თბ., 2000 (თანაავტ.);
  • Хронофармакология антигипертензивных средств, Тб., 2010;
  • Guidebook and Compendium International Clinical Tonals, ed. by B. Brunier and G. Nahler, Denver, Colorado (USA), 1999, vol. 1 (თანაავტ.).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]