შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ გვარამაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ლევანის ძე გვარამაძე (დ. 22 სექტემბერი, 1892, ვლადიკავკაზი, — გ. 26 ნოემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერი. პროფესორი (1930), საქართველოს მეცნიერების და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1941).

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1916 წელს. 4 წელი იმუშავა რიგა–ორიოლის რკინიგზის მშენებლობაზე. 1920 წელს ჩამოვიდა საქართველოში. იმავე წლის 18 ივლისს გვარამაძემ, როგორც გზათა დეპარტამენტის ინსპექტორმა, რესპუბლიკის ნავსადგურთა სამმართველოს უფროსთან, ინჟინერ იოსებ მამაცაშვილთან ერთად ჩაიბარა ბათუმის ნავსადგური. 1921 წელს მუშაობდა საქართველოს გზებისა და ნავსადგურების სამმართველოს უფროსად, იყო საქართველოს რკინიგზების აღდგენა-რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1922 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში. 1943 წლიდან იყო მიმოსვლის გზათა II რანგის გენერალი-დირექტორი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ნიკოლოზ გვარამაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)