ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი (გორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ გორში, ილია ჭავჭავაძისა და სამეფოს ქუჩების გადაკვეთაზე, სკვერში. მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი, არქიტექტორი კ. ნახუცრიშვილი. გაიხსნა 1970 წელს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბრინჯაოს ოთხმეტრიანი ქანდაკება დგას მუქი რუხი გრანიტის კვარცხლბეკზე (სიმაღლე 3,62 მეტრი). მგოსანი მთელი ტანით არის წარმოდგენილი. ძეგლი შემოსაზღვრულია დაბალი პარაპეტით, რომელსაც აწერი პოეტის დაბადებისა და გარდაცვალების წლები (1818-1845) და მისი ლექსის („ფიქრნი მტკვის პირას“) ფრაგმენტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]