ნიკოლოზ აკერმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ აკერმანი (დ. 11 თებერვალი, 1908, სტეფანწმინდა — გ. 23 მაისი, 1986, თბილისი) — ქართველი ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ–ეკონომიური ფაკულტეტი.

1926 წლიდან — გარდაცვალებამდე მუშაობდა რესპუბლიკის საჯარო ბიბლიოთეკის(ახლანდელ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა) საცნობარო–ბიბლიოგრაფიული განყოფილების მთავარ ბიბლიოგრაფად. შეადგინა ბიბლიოგრაფიული ნაშრომები: „სსრკ ხალხთა ლიტერატურა ქართულ ენაზე. 1921–40“ (დ. ეგორაშვილთან ერთად, თბ., 1941), „ქართული ლიტერატურა. რევოლუციამდელი პერიოდი“ (ტ. საპატოვასთან ერთად, მოსკოვი, 1986), ქართველ და რუს მწერალთა სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიული საძიებლები თანაავტორებთან ერთად და სხვა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1963 — საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ილია ჭავჭავაძე, 1837-1957: ლიტ. მოკლე ანოტირ. საძიებლები, თბილისი, 1957, გვ. 32
  • დავით გურამიშვილი: მოკლე სარეკომენდაციო სია სარაიონო და სასოფლო ბიბლიოთეკებისათვის, თბილისი, საქპოლიგრაფგამომც. 1-ლი სტ., 1955, გვ. 23
  • სსრკ ხალხთა მხატვრული ლიტერატურა ქართულ ენაზე : (1921-1940) ბიბლიოგრაფია, თბილისი, 1941, გვ. 122
  • საბჭოთა კავშირის ხალხთა მხატვრული ლიტერატურა ქართულ ენაზე: ბიბლიოგრ. საძიებელი, თბილისი, 1937, გვ. 29

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1977, გვ. 79