ნეფერტიტი
იერსახე
ნეფერტიტი (Nfr-nfr.w-Jtn Nfr.t-jty ) იეროგლიფებში | ||||||||||||||||
|
ნეფერტიტი | |
---|---|
ნეფერტიტის ბიუსტი ბერლინის ნოიეს მუზეუმიდან | |
ეგვიპტის დიდი დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 1351 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 1334 [1] |
წინამორბედი: | ტიია |
მემკვიდრე: | ანხესენამონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. XIV საუკუნე |
დაბ. ადგილი: | თებე |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 1330 |
გარდ. ადგილი: | ამარნა |
მეუღლე: | ეხნატონი |
შვილები: | მერიტატონი, მეკეტატენი, ანხესენამონი |
დინასტია: | XVIII დინასტია |
მამა: | ეიე |
ნეფერტიტი (ძვ. ეგვ. Nfr-nfr.w-Jtn-Nfr.t-jty; უმშვენიერესი ატონის ლამაზმანთა შორის, ლამაზმანი მოვიდა) — ეგვიპტის დიდი დედოფალი, ამენჰოტეპ IV-ის (მოგვიანებით ეხნატონი) მეუღლე და ფარაონ ტუტანხამონის სიდედრი. სავარაუდოდ ის თავადაც იყო მმართველი სახელით ნეფერნეფერუატენი მცირე ხნით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და ტუტანხამონის გამეფებამდე.
მისი სახელი დაახლ. ნიშნავს „ულამაზესი (უნაკლო) ქალბატონი მოვიდა“. საქვეყნოდ ცნობილი გახდა მისი ბიუსტის აღმოჩენიდან (ამჟამად ბერლინის ახალ მუზეუმში). ბიუსტი ეკუთვნის სკულპტორ ჯუტმოსს და ნაპოვნი იყო მის სახელოსნოში. ბიუსტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის დოკუმენტური ფაქტია ძველ ეგვიპტელთა წარმოდგენებზე რეალისტურ სახის პროპორციებზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Staatliche Museen zu Berlin: Egyptian Museum and Papyrus Collection დაარქივებული 2010-07-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jürgen von Beckerath, Chronologie des Pharaonischen Ägypten. Philipp von Zabern, Mainz, (1997), p.190