შინაარსზე გადასვლა

ანხესენამონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანხესენამონი (ˁnḫ-s-n-imn)
იეროგლიფებში
<
imn
n
anxs
n
>

ანხესენამონი, ანხესენპაატონი — ეგვიპტის XVIII დინასტიის დედოფალი. ტუტანხამონის და და მთავარი ცოლი, ფარაონ ეხნატონისა და დედოფალ ნეფერტიტის მესამე ქალიშვილი. დაიბადა დაახლოებით ძვ. წ. 1354 ან 1353 წელს ეგვიპტის ძველ დედაქალაქ თებეში, მამამისის მმართველობის მეხუთე წელს. მამამისის რელიგიური რეფორმის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ახალ დედაქალაქ ახეტატონში, სადაც გაატარა ბავშვობა. მას სახელი თავისი უფროსი დების მსგავსად ატონის სახელის პატივსაცემად უწოდეს ანხესენპაატონი, რომელიც ითარგმნება, როგორც „ის ვინც ცხოვრობს ატონის წყალობით“. როგორც მისი მამის მმართველობის უკანასკნელი წლების, ასევე სმენხკარას მმართველობის შესახებ მცირე ცნობებია, ისტორიული წყაროების არარსებობის გამო. როდესაც ისტორიული წყაროები ჩნდება, ანხესენამონი უკვე დედოფლად გვევლინება. სავარაუდოდ, ანხესენამონი მამის სიცოცხლეშივე დააქორწინეს თავის ძმაზე ტუტანხამონზე. ეხნატონის მემკვიდრის სმენხკარას გარდაცვალების შემდეგ 12 წლის ანხესენამონი და 10 წლის ტუტანხამონი ადიან სამეფო ტახტზე.

ანხესენამონის მუმი არ არის იდენტიფიცირებული. 2010 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს KV 21 სარკოფაგში აღმოჩენილი ორი ქალის მუმიის დნმ-ის ანალიზი. დაადასტურეს, რომ იგი მიეკუთვნება XVIII დინასტიის პერიოდს. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მუმიათაგან ერთ-ერთი მიეკუთვნება ანხესენამონს[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]