სიმონ პეტლიურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმონ ვასილის ძე პეტლიურა (უკრ. Си́мон Васи́льович Петлю́ра დ. 1879 — გ. 1926, პარიზი) — უკრაინელი სამხედრო მოღვაწე, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მეთაური (1919-20).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა პოლტავის სასულიერო სემინარიაში. 1900 წლიდან იყო უკრაინის რევოლუციური პარტიის წევრი, მემარცხენე ნაციონალისტი. 1902 წლიდან იწყებს ჟურნალისტურ მოღვაწეობას, იმავე წელს საცხოვრებლად გადადის ყუბანში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ უკრაინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერია, არის უკრაინის საფრონტო რადას ხელმძღვანელი, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დირექტორიის მეთაური, უკრაინის ჯარებისა და ფლოტის მთავარი ატამანი და გენერალი. ხელმძღვანელობდა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. 1920 წლის 21 აპრილს უკრაინის სახალხო რესპუბლიკის სახელით კრავს კავშირს პოლონეთთან ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის წარმოებისთვის. პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის დროს, 1920 წლის 7 მაისს გენერალ იუზეფ პილსუდსკისა და პეტლიურას გაერთიანებული ძალები ათავისუფლებენ კიევს ბოლშევიკებისგან. უკრაინის ბოლშევიკური ოკუპაციის გამო მიდის ემიგრაციაში 1922 წელს. ჯერ პოლონეთშია, შემდეგ ავსტრიასა და შვეიცარიაში. 1924 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობს საფრანგეთში. 1926 წლის 25 მარტს პარიზში კლავს ანარქისტი ს. შვარცბარდი. დაკრძალულია პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე. 1927 წელს გამართულ პარიზის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მკვლელი გამართლებულ იქნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Biography of Petliura on website of the Ukrainian government
  • Petliura site in Poltava (Documents, articles and photographs)
  • „Petlura Trial“. Time. November 7, 1927. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-09-09. ციტირების თარიღი: 2008-08-09. (Time magazine on the Petlura trial)
  • Review of Henry Abramson's A Prayer for the Government: Ukrainians and Jews in Revolutionary Times
  • The Odyssey of the Petliura Library and the Records of the Ukrainian National Republic during World War II დაარქივებული 2017-11-08 საიტზე Wayback Machine.