მახნოვშჩინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მახნოვშჩინაანარქისტული მოძრაობა მარცხენა ნაპირის უკრაინაში 1918-1921 წლებში. სახელი ეწოდა მეთაურის, ნესტორ მახნოს მიხედვით. მისი სოციალური საფუძველი იყო ეკატერინოსლავისა და ხარკოვის გუბერნიების შეძლებული გლეხობა, მაგრამ ის არ იყო ლოკალური მოვლენა და ვრცელდებოდა დონიდან დნესტრამდე. დედაქალაქი იყო გულიაიპოლე. მახნოვშჩინის იდეოლოგია იყო ანარქიზმი, ქადაგებდა სახელმწიფოს ხელისუფლების გარეშე. გამოიცემოდა რამდენიმე გაზეთი.

მახნოვშჩინის სამხედრო ძალაას შეადგენდა მობილური სამხედრო რაზმები, ცხენოსნები და ოთხთვალებზე ამხედრებული ჯარისკაცები, რომლებიც დღე-ღამეში 100 კმ-ს ფარავდნენ. 1918 წლის ნოემბრისთვის მახნოს რაზმი 500 კაცს ითვლიდა. 1919 წლის იანვრისთვის მიაღწია 20 ათასს.1919 წლის თებერვალში მახნოს არმია შეუერთდა წითელ არმიას და იბრძოდა თეთრი გვარდიის წინააღმდეგ. მაგრამ მახნოველები არ სცნობდნენ რსფსრ სარდლობას. 1919 წლის მაისში თეთრმა გვარდიამ დაამარცხა მახნოს ჯარი. 1919 წლის შემოდგომაზე მახნოს არმიამ 30-35 ათასი კაცია შეადგინა. 1920 წელს წითელი არმია შევიდა მახნოვშჩინის ტერიტორიაზე, მიუხედავად ამისა, მახნომ უარ უთხრა გენერალ ვრანგელს ერთობლივ მოქმედებაზე. 1920 წლის ოქტმბერში ხარკოვში მახნომ ხელი მოაწერა წითელ არმიასთან ერთად ვრანგელის წინააღმდეგ მოქმედების ხელშეკრულებას. 1920 წლის 25 ნოემბერს მიხეილ ფრუნზეს ბრძანებით დაიწყო მახნოვშჩინის განადგურება. 1921 წელს ნეპის შემოღებამ მნიშვნელოვნად შეავიწროვა მახნოვშჩინის სოციალური ბაზა. 1921 წლის 26 აგვისტოს მახნო,მ დნესტრი გადალახა და ჩაბარდა რუმინეთის ხელისუფლებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]