ნეობულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეობულა
მშობლიური სახელი Νεοβούλη
დაბადების თარიღი ძვ. წ. VII საუკუნე
პაროსი
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. VII საუკუნე
პაროსი
ცნობილია როგორც არქილოქეს საცოლე
მშობლები მამა: ლიკამბუსი

ნეობულა (ძვ. ბერძნ. Νεοβούλη; ძვ. წ. VII ს., კუნძული პაროსი)  — ძველი ბერძენი პოეტის არქილოქეს საცოლე, რომელიც მოხსენიებულია მის ლექსებში. ნეობულა ცხოვრობდა კუნძულ პაროსზე. მისმა მამამ,  ლიკამბუსმა ნიშნობა ჩაშალა, რის გამოც ნეობულა არქილოქემ თავის ლექსებში დაცინვით მოიხსენია. ერთი ვერსიით, ქალმა შეურაცხყოფის ატანა ვერ შეძლო დაა თავი ჩამოიხრჩო, თუმცა უძველესი მეცნიერები ამ ამბის ტრაგიკულ დასასრულს ლეგენდად მიიჩნევენ.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეობულა  არისტოკრატის ლიკამბოს ქალიშვილი იყო, რომელიც ცხოვრობდა კუნძულ პაროსზე. ზოგიერთი ძველი ავტორის ცნობით, მას ჰყავდა დები. ცნობილია, რომ პოეტმა არქილოქემ ნეობულას ხელი სთხოვა.  ლიკამბუსი დათანხმდა, რაც მან საზეიმო ფიცით დაადასტურა. ნიშნობის აღსანიშნავად ქეიფი მოეწყო, მაგრამ ნეობულას მამამ მოგვიანებით შეთანხმება დაარღვია. ამის მიზეზი შეიძლება  საქმროს სიღარიბე, მისი საეჭვო წარმომავლობა (არქილოქეს დედა იყო თრაკიელი მონა ენიპო) ან მომავალი სიმამრისა და სიძის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ყოფილიყო. მისი ლექსების შემორჩენილი ფრაგმენტებით თუ ვიმსჯელებთ, პოეტი განრისხდა  და დაწერა მკრეხელური იამბები, რომლებშიც ნეობულას გარყვნილი და მახინჯი მოხუცი ქალი უწოდა. ფრაგმენტებად შემონახულ ერთ ლექსში არქილოქე მოგვითხრობს, თუ როგორ შეხვდა ნეობულას და მის დას ჰერას ტაძრის მახლობლად და რომ ის გოგონებთან ერთად მონაწილეობდა ორგიაში, რომელიც პოეტმა უხამსი დეტალებით აღწერა.[3]

წყაროების გადმოცემით არქილოქეს სატირა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა: ლიკამბუსის ოჯახი მთელი საზოგადოების დაცინვის ობიექტი გახდა. თუმცა, ძველი ავტორები განსხვავებულად წერენ შემდგომ მოვლენებზე. კრიტიასს (ძვ. წ. V ს.)  არ ჰქონდა ინფორმაცია ამ ამბავთან დაკავშირებული რაიმე ტრაგიკული გარემოებებთან დაკავშირებით; არაერთი შემდგომი წყაროს მიხედვით, ნეობულამ თავი ჩამოიხრჩო და მასთან ერთად, სხვადასხვა ვერსიით, თავი მოიკლა მისმა დამ (ან დებმა), დედამ და მამამ. ზოგიერთი ვერსიით, ოჯახის მეგობრებმა შური იძიეს:  არქილოქე აიძულეს დაეტოვებინა კუნძული ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ზოგიერთი ვერსიის თანახმად, პოეტი მოკლეს.[4]

მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ისტორიის ტრაგიკული ფინალი ლეგენდაა, რომელიც ჩამოყალიბდა არქილოქეს, როგორც "ბოროტი" პოეტის სახელის ირგვლივ.რომ წყევლას, განსაკუთრებით პოეტურ ფორმაში ჩასმულს, აქვს რეალური ძალა.

მე-20 საუკუნეში, როდესაც იპოვეს არქილოქეს „კიოლნის ეპოდი“, გაჩნდა მოვლენების ახალი ვერსია: ანტიკური ხანის არაერთი მეცნიერი თვლიდა, რომ პოეტს სურდა ლიკამბუსის უმცროს ქალიშვილზე დაქორწინება, მაგრამ მამას ჯერ უფროსი, შეუხედავი ქალიშვილის გათხოვება სურდა. ამიტომაც გადაწყვიტა პოეტი მახინჯ ქალიშვილზე (პასიფილა) დაექორწინებინა. არქილოქემ კი უარი განაცხადა. შესაძლებელია პოეტი  ნეობულაზე ყოფილიყო შეყვარებული და სწორედ ამის გამო ჰქონდა მკვეთრი უარყოფითი რეაქცია ნიშნობის ჩაშლის გამო. შედეგად, არქილოქე გახდა პირველი ევროპელი პოეტი, რომლის შემოქმედებაში სიყვარულის თემა ტრაგიკულად ჟღერს.[5]

ნეობულას სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ამავე დროს, ძველი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მისი შეუმდგარი მეუღლე არქილოქე დაიბადა დაახლოებით 689 ან 680 ძვ.წ.  და გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ 640 წელს.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Античная культура. — М.: Высшая школа, 1995. — 383 с. — ISBN 5-06-003182-9.
  2. Борухович В. История древнегреческой литературы. Классический период. — М.: Высшая школа, 1962. — 448 с.
  3. Гиленсон Б. История античной литературы. — М.: Флинта, Наука, 2001. — Т. 1. — 416 с. — ISBN 5-89349-306-0.
  4. Поплавская Л. Миф и культ в легенде об Архилохе // Ранняя греческая лирика. — 1999. — С. 80—100.
  5. Martin L. West. Studies in Greek Elegy and Iambus. — Walter de Gruyter, 2011. — 206 с. — ISBN 9783110833188.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zanetto, Giuseppe. "Iambic Patterns in Aristophanic Comedy" in Iambic Ideas: Essays on a Poetic Tradition from Archaic Greece to the Late Roman Empire, p. 73. Rowman & Littlefield (Lanham), 2001.
  2. Mulligan, Bret & al. Archilochus 196A (West): "The Cologne Epode", p. 1. Aoidoi, June 2012. Accessed 12 Oct 2014.
  3. Douglas E. Gerber, Greek Iambic Poetry, Loeb (1999) page 75
  4. Gerber, Douglas E., A Companion to the Greek Lyric Poets, BRILL, 1997. ISBN 90-04-09944-1. Cf. p.50
  5. M.L.West, Studies in Early greek Elegy and Iambus, Berlin and New York (1974), page 27
  6. Palatine Anthology 7.351, cited and translated by Douglas E. Gerber, Greek Iambic Poetry, Loeb (1999) page 49