ნენსი რომანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნენსი რომანი
ინგლ. Nancy Roman
დაბ. თარიღი 16 მაისი, 1925(1925-05-16)
დაბ. ადგილი ნეშვილი[1]
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი, 2018(2018-12-25)[2] [3] [4] (93 წლის)
გარდ. ადგილი Germantown
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ასტრონომი[2]
მუშაობის ადგილი იერკის ობსერვატორია, ნასა[3] და United States Naval Research Laboratory[1]
ალმა-მატერი ჩიკაგოს უნივერსიტეტი[3] , სუორთმორის კოლეჯი[5] და Western High School[5]
ჯილდოები NASA Exceptional Scientific Achievement Medal[3] და მერილენდელი ქალების დიდების დარბაზი[6]

ნენსი გრეის რომანი ( დ. 16 მაისი , 1925გ. 25 დეკემბერი, 2018 ) — ამერიკელი ასტრონომი. NASA-ს ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი ქალი. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის დაგეგმვაში შეტანილი წვლილისთვის "ჰაბლის დედა" შეარქვეს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი დაიბადა ნეშვილში მუსიკის მასწავლებლის ჯორჯია სმიტ რომანისა და გეოფიზიკოს-მათემატიკოსის ირვინ რომანის ოჯახში. გეოფიზიკოსი მამა სხვადასხვა კომპანიებსა და სამთავრობო უწყებებში მუშაობდა, ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. როდესაც ქალიშვილი შეეძინათ, საცხოვრებლად ოკლაჰომაში გადავიდნენ. რომანი და მისი მშობლები მოგვიანებით ცხოვრობდნენ ჰიუსტონში, ნიუ ჯერსიში, მიჩიგანში, ნევადაში და ბოლოს ბალტიმორში . 1955 წლიდან ის ცხოვრობდა ვაშინგტონში, D.C. [7] რომანი ამტკიცებდა, რომ მისმა მშობლებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს მეცნიერების მიმართ მისი ინტერესის გაღვივებაში. თავისუფალ დროს სიამოვნებით ესწრებოდა ლექციებსა და კონცერტებს და იყო უნივერსიტეტის ქალთა ამერიკული ასოციაციის აქტიური წევრი.

Განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც რომანი თერთმეტი წლის იყო, დაინტერესდა ასტრონომიით და ჩამოაყალიბა ასტრონომიული კლუბი თავის თანაკლასელებთან ერთად ნევადაში. ისინი კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ და კითხულობდნენ წიგნებს თანავარსკვლავედების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფები მხარს არ უჭერდნენ, რომანმა უკვე საშუალო სკოლის პერიოდში გადაწყვიტა, რომ მომავალს ასტრონომიას დაუკავშირებდა. იგი დაჩქარებული პროგრამით სწავლობდა ბალტიმორის Western High School (Baltimore) -ში, რომელიც დაამთავრა სამ წელიწადში.

რომანმა სწავლა სუორტმორის კოლეჯში გააგრძელა. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ასტრონომიაში 1946 წელს. სწავლის პერიოდში მუშაობდა სპროულის ობსერვატორიაში. 1949 წელს იმავე სფეროში გახდა დოქტორის ხარისხის მფლობელი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან ექვსი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში დარჩა და მუშაობდა იერკესის ობსერვატორიაში, ზოგჯერ მიემგზავრებოდა ტეხასში მაკდონალდის ობსერვატორიაში, სადაც თანამშრომლობდა ვ. მორგანთან. [8] რომანი გახდა ინსტრუქტორი და მოგვიანებით ასისტენტ-პროფესორი. [9] მან საბოლოოდ დატოვა სამსახური უნივერსიტეტში, ვინაიდან იმდროინდელი ქალებისთვის კვლევითი პოზიციის მოპოვება სირთულეს წარმოადგენდა. [10] რომანი განაგრძობდა თანამშრომლობას თავის ალმა მატერთან. მუშაობდა სუორტმორის კოლეჯის ლიდერთა საბჭოში 1980 წლიდან 1988 წლამდე. [11]

პროფესიული სამუშაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნენსი რომანი 1960-იან წლებში

ჩიკაგოს უნივერსიტეტის იერკესის ობსერვატორიაში მუშაობისას რომანი აკვირდებოდა ვარსკვლავ AG Dracon-ს და შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი ემისიის სპექტრი მთლიანად შეიცვალა წინა დაკვირვებების შემდეგ. მოგვიანებით მან ამ აღმოჩენის გამოქვეყნებას დიდი წარმატება უწოდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა მისი ავტორიტეტი ასტრონომიულ საზოგადოებაში და ხელი შეუწყო ასტრონომის მომავალ კარიერას. [12]

ჩიკაგოს უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ რომანი მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო კვლევის ლაბორატორიის (NRL) რადიოასტრონომიულ პროგრამაზე. რომანის მუშაობა NRL-ში მოიცავდა არათერმული სპექტრის და გეოდეზიური სამუშაოების გამოყენებას. იგი იყო მიკროტალღური სპექტროსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელი. [10]

NASA[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნენსი რომანი ორბიტული მზის ობსერვატორიის მოდელით

ჰაროლდ ურეის ლექციაზე რომანს მიუახლოვდა ჯეკ კლარკი, რომელმაც ჰკითხა, იცნობდა თუ არა ვინმეს, ვინც დაინტერესებული იქნებოდა NASA- ში კოსმოსური ასტრონომიის პროგრამის შექმნით. რომანმა ეს შკითხვა მიიღო როგორც გამოწვევა განაცხადის შესატანად და შედეგად, გახდა NASA-ს კოსმოსური მეცნიერების ოფისის ასტრონომიის პირველი უფროსი, რომელმაც თავად ჩაუშვა პროგრამა და გახდა პირველი ქალი, რომელიც დაინიშნა კოსმოსურ სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე. სამუშაოს ფარგლებში უწევდა მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით და საჯარო გამოსვლები ასტრონომიის ფაკულტეტებზეს, სადაც განიხილავდნენ პროგრამის განვითარებას. რომანს ასევე საუბრობდა სხვა ასტრონომების ინტერესებზე და კოსმოსიდან დაკვირვების უპირატესობებზე. [8] ის იყო NASA-ს ასტრონომიისა და მზის ფიზიკის განყოფილების უფროსი 1961 წლიდან 1963 წლამდე. ეკავა სხვადასხვა თანამდებობა ნასაში, მათ შორის ასტრონომიისა და ფარდობითობის განყოფილების უფროსის თანამდებობა. [11]

NASA-ში მუშაობის დროს რომანმა შეიმუშავა და ჩამოაყალიბა ბიუჯეტი სხვადასხვა პროგრამებისთვის და ორგანიზება გაუწია მათში მეცნიერების მონაწილეობას. მან წვლილი შეიტანა სამი ორბიტალური მზის ობსერვატორიისა და სამი მცირე ასტრონომიული თანამგზავრის გაშვებაში. ეს თანამგზავრები იყენებდნენ ულტრაიისფერ და რენტგენის ტექნოლოგიებს მზის, კოსმოსისა და ცის დასაკვირვებლად. იგი ასევე აკონტროლებდა სხვა ორბიტული ასტრონომიული ობსერვატორიების გაშვებას, რომლებიც იყენებდნენ ოპტიკურ და ულტრაიისფერ გაზომვებს, მუშაობდნენ რა დიქსონ ეშვორტთან. მან ასევე გაუშვა ოთხი გეოდეზიური თანამგზავრი, შეიმუშავა გეგმები რიგი სხვა მცირე პროგრამებისთვის, როგორიცაა ასტრონომიის სარაკეტო პროგრამა, მაღალი ენერგიის ასტრონომიული ობსერვატორიები, რელატივისტური გრავიტაციული წითელი გადასვლის ზონდი და სხვა ექსპერიმენტები Spacelab, Gemini, , Apollo და Skylab . რომანი ასევე მუშაობდა ჯეკ გოლცთან მცირე ასტრონომიულ თანამგზავრზე და დონ ბაროუბრიჯთან კოსმოსურ ტელესკოპზე.

ბოლო პროგრამა, რომლის შესახებ კომიტეტი მოიწვია და აქტიურად იყო ჩართული, იყო ჰაბლის ტელესკოპი . რომანი მუშაობდა პირველად დაგეგმვაზე და პროგრამის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე. თავისი განსაკუთრებული წვლილისთვის მას ხშირად უწოდებენ "ჰაბლის დედას". [13] [8]

ნასაში ოცდაერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ნენსი რომანი 1997 წლამდე განაგრძობდა მუშაობას კონტრაქტორებთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრს. [14] რომანი ასევე იყო ORI, Inc.-ის კონსულტანტი. 1980 წლიდან 1988 წლამდე. [11]

ქალი მეცნიერებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნენსი რომანი მომავალი ჰაბლის ტელესკოპის მოდელით

ისევე როგორც მეცნიერებაში მოღვაწე ქალების უმრავლესობა, ნენსი რომანიც შეეჯახა პრობლემებს მე-20 საუკუნის შუა წლებში. იმ დროისთვის ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქალთაგან, კერძოდ, ერთადერთი ქალი, რომელიც ნასაში ლიდერის პოზიციას იკავებდა. მიჩიგანში და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდა კურსებს სახელწოდებით "ქალები მენეჯმენტში" , სადაც საუბრობდნენ ქალთა პრობლემების შესახებ ხელმძღვანელ პოზიციებზე. თუმცა, 1980 წლის ინტერვიუში რომანმა განაცხადა, რომ კურსები არადამაკმაყოფილებელი იყო და უფრო მეტად ქალთა ინტერესებზე იყო ორიენტირებული, ვიდრე ქალთა საკითხებზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 https://solarsystem.nasa.gov/people/225/nancy-roman/
  2. 2.0 2.1 Known as the ‘mother of Hubble,’ astronomer Nancy Roman dies at 93 // Science NewsSociety for Science, 2018. — ISSN 0036-8423; 1943-0930
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Nancy Grace Roman, 'Mother Of Hubble' Space Telescope, Has Died, At Age 93Weekend Edition, 2018.
  4. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  5. 5.0 5.1 https://www.aip.org/history-programs/niels-bohr-library/oral-histories/4846
  6. https://msa.maryland.gov/msa/educ/exhibits/womenshall/html/whflist.html
  7. Harvey, Samantha. Nancy Roman: Chief of nasa's Astronomy and Relativity Programs. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-03. ციტირების თარიღი: 2013-11-10.
  8. 8.0 8.1 8.2 «Mother of Hubble Always Aimed for Stars.» დაარქივებული 2016-06-14 საიტზე Wayback Machine. Voice of America. (August 14, 2011).
  9. DeVorkin, David (August 19, 1980) Interview of Nancy G. Roman დაარქივებული 2024-01-31 საიტზე Wayback Machine. , Niels Bohr Library Archives, American Institute of Physics, College Park, MD USA
  10. 10.0 10.1 Armstrong, Mabel (2006). «Women Astronomers: Reaching for the Stars». Stone Pine Press.
  11. 11.0 11.1 11.2 «Roman, Nancy Grace.» in «American Men & Women of Science: A Biographical Directory of today’s Leaders in Physical, Biological, and Related Sciences». Ed. Andrea Kovacs Henderson. 30th ed. Vol. 6. Детройт: Gale, 2012. 339. Gale Virtual Reference Library.
  12. Roman, Nancy Grace (2016-12-09). „Following my lucky star“. Science (ინგლისური). 354 (6317). pp. 1346–1346. doi:10.1126/science.354.6317.1346. ISSN 0036-8075. PMID 27940878. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-11. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  13. Netting, Ruth. «Nancy Grace Roman Bio.» NASA Science For Researchers. National Aeronautics and Space Administration, 29 Aug 2011. Web. 5 Nov 2013. www.science.nasa.gov.
  14. Malerbo, Dan (March 19, 2009). «NANCY GRACE ROMAN.» Pittsburgh Post — Gazette.