შინაარსზე გადასვლა

ნედვიგოვკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნედვიგოვკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ნედვიგოვკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — რუსეთი
ნედვიგოვკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნედვიგოვკა
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100897000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1905-1914

ნედვიგოვკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (რუს. Церковь Успения Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია მიასნიკოვოს რაიონის სოფელ ნედვიგოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1914 წელს. როსტოვის ოლქის მცირე საბჭოს 1992 წლის 17 დეკემბრის № 325 დადგენილებით წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს[1].

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მიასნიკოვის რაიონი, სოფელი ნედვიგოვკა.

თავდაპირველად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ნედვიგოვკაში იყო აშენებული ჯერ კიდევ 1796 წელს. მისი კედლები იყო ქვის, ხოლო გუმბათი და სამრეკლო - ხის[2]. დროთა განმავლობაში იგი დაძველდა. 1905 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ახალი ტაძრის მშენებლობისა ძველის ნაცვლად, იგივე ადგილზე და იგივე სახელწოდებით. არქიტექტორი დღემდე უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ მშენებლობა მიმდინარეობდა ვ. ნ. ვასილევის პროექტის მიხედვით[3]. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დამთავრდა 1914 წელს[2][3].

1937 წელს ტაძარი დაკეტეს იყო და გაძარცვეს, ტაძრის ბიბლიოთეკა და არქივი დაიწვა, მოძღვარი იოანე ზაგრავსკი დააპატიმრეს და გადაასახლეს[4]. 1943 წელს გერმანული ოკუპაციის დროს ტაძარი ისევ გაიხსნა ღვთისმსახურებისთვის[2].

ტაძარი წარმოადგენს წითელი აგურის ნაგეობას, რომელიც ნაგებია ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში. მის არქიტექტურაში არის როგორც ძველი რუსული ხუროთმოძღვრული ელემენტები, ასევე მოდერნის ელემენტებიც. შენობის გეგმას აქვს ჯვრის ფორმა, ხუთი ბოლქვიანი გუმბათი, რომლებიც პროპორციულად არიან განლაგებული. სამრეკლო არის პირდაპირ მიშენებული ტაძრის შენობაზე და მდებარეობს მის დასავლეთის შესასვლელთან[3].

  1. Памятники истории и культуры (объекты культурного наследия) народов Российской Федерации. old.kulturnoe-nasledie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-22. ციტირების თარიღი: 2017-01-23.
  2. 2.0 2.1 2.2 Церковь Успения Богородицы в Недвиговке - самая необходимая и подробная информация о достопримечательности: фото места, описание, контакты – адрес, телефон, официальный сайт. www.rutraveller.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-23.
  3. 3.0 3.1 3.2 Елена Александровна Пугачёва, Алексей Сергеевич Злыгостев. Ergonomic-Data.com , E-Mail webmaster@historic.ru. История архитектуры Нижнего Дона и Приазовья (Кукушин В.С.). rostov-region.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-23.
  4. Недвиговка|Церковь Успения Пресвятой Богородицы. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-23.