ნგუენ ფუ ჩონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნგუენ ფუ ჩონგი
ნგუენ ფუ ჩონგი
ვიეტნამის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა23 ოქტომბერი, 2018
წინამორბედიდანგ თჰი ნგოკ თჰინი

ვიეტნამის კომპარტიის ცკ-ის მე-13 გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 იანვარი, 2011 – დღემდე
წინამორბედინონგ დიკ მანი

დაბადებული14 აპრილი, 1944 (1944-04-14) (80 წლის)
ჰანოი, საფრანგეთის ინდოჩინეთი
პოლიტიკური პარტიავიეტნამის კომუნისტური პარტია

ნგუენ ფუ ჩონგი (ვიეტ. Nguyễn Phú Trọng, დ. 14 აპრილი 1944, ჰანოი, საფრანგეთის ინდოჩინეთი) — ვიეტნამელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე 2006-2011 წლებში, ვიეტნამის კომპარტიის ცკ-ის მე-13 გენერალური მდივანი 2011 წლის 19 იანვრიდან, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი 2018 წლის 23 ოქტომბრიდან[1][2][3][4].

2018 წლის 3 ოქტომბერს ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ფორმალურად მოახდინა მისი ნომინაცია საპრეზიდენტო კანდიდატად და 23 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის მეექვსე სესიაზე აირჩიეს ქვეყნის მეცხრე პრეზიდენტად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნგუენ ფუ ჩონგი დაიბადა 1944 წლის 14 აპრილს ჰანოის გარეუბანში, დონგანის რაიონში. 1963 წელს შევიდა და 1968 წელს დაასრულა ჰანოის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1968 წლის დეკემბერში გაწევრიანდა ვიეტნამის კომუნისტურ პარტიაში. 1967-1973, 1976-1980 და 1983-1996 წლებში მუშაობდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თეორეტიკულ და პოლიტიკურ ჟურნალში „Tạp chí Cộng Sản“ („კომუნისტი“), ხოლო 1991-1996 წლებში იყო ჟურნალის მთავარი რედაქტორი.

1981 წელს ნგუენ ფუ ჩონგი გაამგზავნეს საბჭოთა კავშირში სკკპ ცკ-სთან არსებული საზოგადოებრივი მეცნიერებების აკადემიის ასპირანტურაში „პარტიული მშენებლობის“ სპეციალობით, სადაც 1983 წელს დაიცვა დისერტაცია და მიიღო ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1992 წლიდან დოცენტია, 2002 წლიდან კი ჰანოის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

1994 წელს აირჩიეს ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, ხოლო 1997 წლიდან პოლიტბიუროს წევრია. 1998-2000 წლებში პოლიტბიუროში კურირებდა იდეოლოგიის საკითხებს, კულტურასა და განათლებას, 1998-2006 წლებში კომუნისტური პარტიის ცკ-ის თავმჯდომარის მოადგილე და თეორიული კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ვიეტნამის კომუნისტური პარტიის თეორეტიკულ მუშაობაზე. 2002 წლის მაისიდან ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის დეპუტატია.

2000 წლიდან 2006 წლამდე ნგუენ ფუ ჩონგი იყო კომუნისტური პარტიის ჰანოის საქალაქო კომიტეტის მდივანი.

2006 წლის 26 ივნისიდან 2011 წლის 23 ივლისამდე იგი იყო ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე. ვიეტნამის კომუნისტური პარტიის IX ყრილობაზე, 2011 წლის 19 იანვარს აირჩიეს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად, ასევე ხელმძღვანელობდა სამდივნოს და იყო ვიეტნამის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარე.

2013 წლის 18 დეკემბერს, სახლახო მილიციის 69-ე რესპუბლიკურ კონფერენციაზე, ნგუენ ფუ ჩონგმა მოითხოვა, რომ სახალხო მილიცია ფლობდეს სიტუაციას, გააკეთოს ზუსტი პროგნოზები და მისცეს პარტიასა და სახელმწიფოს ეფექტიანი კონსულტაციები, დროულად და სწორად მიიღონ გადაწყვეტილებები ეროვნული უსაფრთხოების საიმედო დაცვაზე, ასევე უსაფრთხოებაზე ყველა ფრონტზე, პარტიის დაცვაზე და ქვეყნის ბოლოდროინდელი შესწორებული კონსტიტუციის განხორციელების პროცესზე.

2013 წლის 28 დეკემბერს კონფერენციაზე, ცენტრალური სამხედრო კომისიის შემაჯამებელი მოხსნების დროს მან აღნიშნა, რომ რომ ამოცანები, რომლებიც მთელი პარტიის, ჯარისა და ხალხისთვის და 2014 წლის პოლიტიკური სისტემისთვის იქნება დასახული, არის ეროვნული ერთიანობის განმტკიცება, სამი მიზნის შესრულება: ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სოციალისტური სისტემის დაცვა, რევოლუციური მიღწევების დაცვა, პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და მშვიდობა ქვეყნის განვითარებისთვის.

ვიეტნამის კომუნისტური პარტიის XII ყრილობაზე კვლავ პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს.

2018 წლის 23 ოქტომბერს ნგუენ ფუ ჩონგი ამომრჩევლის ხმათა 99,79 %-ით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად და თანამდებობაზე შეცვალა ვიეტნამის პირველი ქალი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დანგ თჰი ნგოკ თჰინი, რომელიც მოვალეობის შესრულებას შეუდგა პრეზიდენტ ჩან დაი კუანგის გარდაცვალების გამო. კომენტატორები აღნიშნავდნენ, რომ ხო ში მინის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ქვეყნის მეთაური და პარტიის გენერალური მდივანი ერთდროულად იყო ერთი პიროვნება. მისი ფიცის დადების ცერემონია დიდ დარბაზში გაიმართა და შუადღის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სახელმწიფო რადიოსა და სატელევიზიო არხებზე[5].

2019 წლის 14 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ნგუენ ფუ ჩონგი მოხვდა ხოშიმინის ჩოი-რაის ჰოსპიტალში კენზიანგში ვიზიტის შემდეგ[6][7]. ამ პერიოდის განმავლობაში ვიეტნამურ პრესაში მრავალი ჭორი და ბრალდება გაისმა. ვიეტნამის მთავრობა ტავდააპირველად კომენტარებს არ აკეთებდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ პრეზიდენტი იყო შეუძლოდ, მაგრამ მალე დაუბრუნდებოდა სამსახურს[8]. პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე წარსდგა 2019 წლის 14 მაისს პარტიის კონგრესის მოწვევის შესახებ დებატების დროს[9].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vietnam: Foreign Policy and Government Guide International Business Publications, USA. – 2007– Page 8 "General Secretary Nông Ðức Mạnh – President Nguyễn Minh Triết – Prime Minister Nguyễn Tấn Dũng – National Assembly Chairman Nguyễn Phú Trọng"
  2. "Nguyen Phu Trong elected Party Chief", Vietnam News Agency, 19 January 2011.
  3. "Nguyen Phu Trong elected Party General Secretary დაარქივებული 2019-04-04 საიტზე Wayback Machine. ", Nhan Dan, 19 January 2011.
  4. "Party Congress announces CPVCC Politburo members დაარქივებული 2019-04-04 საიტზე Wayback Machine. ", VGP News, 19 January 2011
  5. Phan, Anh. (2018-10-23) It’s official: Party chief Trong is Vietnam’s new president. ციტირების თარიღი: 2018-10-23
  6. Sức khoẻ của TBT Nguyễn Phú Trọng không còn là bí mật 100% vn-VN. ციტირების თარიღი: 2019-06-27
  7. PHÓNG SỰ VIỆT NAM: Nếu ông Nguyễn Phú Trọng bệnh nặng, ai sẽ là người lên thay? vn-VN. ციტირების თარიღი: 2019-06-27
  8. Bộ Ngoại Giao nói về sức khoẻ của Tổng bí thư. ციტირების თარიღი: 2019-04-25
  9. Tổng bí thư trở lại làm việc và kỳ vọng "lò nóng, củi gộc'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-12. ციტირების თარიღი: 2019-07-12