დანგ თჰი ნგოკ თჰინი
დანგ თჰი ნგოკ თჰინი | |
ვიეტნამის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 სექტემბერი, 2018 – 23 ოქტომბერი, 2018 | |
წინამორბედი | ჩან დაი კუანგი |
მემკვიდრე | ნგუენ ფუ ჩონგი |
ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 აპრილი 2016 – 6 აპრილი, 2021 | |
დაბადებული | 25 დეკემბერი, 1959 ზუიჩინი, ჩრდილოეთი ვიეტნამი |
პოლიტიკური პარტია | ვიეტნამის კომუნისტური პარტია |
დანგ თჰი ნგოკ თჰინი (ვიეტ. Đặng Thị Ngọc Thịnh; დ. 25 დეკემბერი 1959, ზუიჩინი, კუანგნამის პროვინცია, ჩრდილოეთი ვიეტნამი) — ვიეტნამის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი 2016 წლის 8 აპრილიდან და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2018 წლის 21 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე. პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა ჩან დაი კუანგის გარდაცვალების გამო.
დანგ თჰი ნგოკ თჰინი არის ვიეტნამის ისტორიაში მეორე ქალი სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ნგუენ თჰი დოანის შემდეგ, ხოლო კომუნისტურ სამყაროში მესამე გდრ-ის მეთაურის საბინა ბერგმან-პოლისა და ჩინეთის კომუნისტი მმართველის სუნ ცინლინის შემდეგ.
თჰინი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს 2016 წელს და მიიღო ხმების 91.09 % ანუ ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის წევრთა 450 ხმა და გააგრძელა ამ თანამდებობაზე ქალის არჩევის ტრადიცია[1]. იგი იყო მე-11 და მე-13 მოწვევის ეროვნული ასამბლეის წევრი[2]. ვიეტნამის კომუნისტური პარტიის წევრია 1979 წლის 19 ნოემბრიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია ვიეტნამის მთავრობის საიტზე დაარქივებული 2019-01-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ National Assembly elects new Vice President, top judicial officials. Việt Nam News. ციტირების თარიღი: 25 May 2016.
- ↑ Đặng Thị Ngọc Thịnh. Government of Vietnam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 25 May 2016.