ნახიჩევანის ღირსშესანიშნაობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ავტონომიური რესპუბლიკა. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ნახიჩევანია, დაარსდა დაახლოებით 1500 წ. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობს ისტორიული ძეგლები, მავზოლეუმები, მუზეუმები, რომელთა უმრავლესობა ახლა გახდა ღირშესანიშნაობები[1].

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VI - XV საუკუნეების ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახელება თარიღი ცნობა
ალინჯას კოშკი VII-IX საუკუნეები 2014 წლის 11 თებერვალს ვასიფ თალიბოვმა გამოსცა ბრძანება “ისტორიული ძეგლის ალიჯას კოშკის აღდგენის შესახებ”. ამ ბრძანების ხელმოწერის შემდეგ აღმოჩენილ იქნა VII საუკუნის ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, ასევე ციხის არქიტექტურულ სტილთან დაკავშირებული ფაქტები[2].
ნოეს მავზოლეუმი(ნახიჩევანი) VIII საუკუნე მავზოლეუმის რეკონსტრუქცია ჩატარდა 2006 წელს[3].
იუსუფ იბნ კუსეირის აკლდამა 1161–1162 წწ იუსუფ იბნ კუსეირის მავზოლეუმი ნახიჩევანის არქიტექტურული სკოლის ერთ-ერთი მაგალითია. მავზოლეუმი შედგება მიწისქვეშა და ზედაპირული ნაწილისაგან და აშენებულია რვაკუთხა ფორმით[4].
მომინე ხათუნის მავზოლეუმი XII საუკუნე მომინე ხათუნის მავზოლეუმი დაარსდა არქიტექტორ აჯამი ნახიჩევანის მიერ. იგი მდებარეობს ქალაქ ნახიჩევანში[4].
ყარაბაღლარის მავზოლეუმი XII-XIV საუკუნეები ყარაბაღლარის მავზოლეუმი მდებარეობს კანგარლის რაიონში, სოფელ ყარაბაღლარში.
გილანის მავზოლეუმი XII საუკუნე ქალაქ გილანში რამდენიმე სამარხია. ერთი მათგანი იპოვეს 1979 წელს. პოვნისას საფლავის ზედა ნაწილი დაზიანებული იყო[5].
გიულიუსტანის მავზოლეუმი XII საუკუნე XX საუკუნის აზერბაიჯანული არქიტექტურის ერთ-ერთი მაგალითია გულისტანის საფლავი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჯლფას მახლობლად. სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით, იგი ქვისგანაა აშენებული[6].
ხანეგას სამარხი XII-XV საუკუნეები სპარსი პოეტისა და ფილოსოფოსის ნაიმის საფლავი, მეჩეთი, უცნობი ძეგლის ნანგრევები და სხვა ნაგებობები გადარჩა ისტორიულ არქიტექტურულ კომპლექსში, რომელიც დათარიღებულია შუა საუკუნეებით და  რომელიც მდებარეობს სოფელ ხანეგაში.
იეზიდაბადის ციხე VII საუკუნე ძველი შუასაუკუნის ციხე ქალაქ ნახიჩევანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სავარაუდოდ, ციხე აშენდა სასანიდთა მმართველის იეზდეგერდ III-ის (632/633 — 651/652) ბრძანების საფუძველზე.

XVI-XVIII საუკუნეების ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახელება თარიღი ცნობა
გეისარიეს ძეგლი XVII საუკუნე გეისარიის ძეგლი, მე -17 საუკუნის  ძეგლი ორდუბადში. საბჭოთა ეპოქის დროს შენობის ერთი ნაწილი საწყობად იყო გამოყენებული, მეორე მხარეს სასადილო ოთახად. ძეგლი ააშნა  1978 წელს ორდუბადელმა არქიტექტორმა ზაქირ ბაბაევმა. შენობა 1981 წლიდან ფუნქციონირებს როგორც ორდუბადის რაიონის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ჯუმა-მეჩეთი, ორდუბადი 1604 ჯუმა მეჩეთი აშენდა ქალაქის უმაღლეს ნაწილში.
იმამ-ზადეს მავზოლეუმი 1722-1732 მავზოლეუმი კვადრატული ფორმისაა. მშენებლობის თარიღი მავზოლეუმის შესასვლელშია ამოტვიფრული. კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული წყაროების მიხედვით, რამდენიმე საფლავის კონსტრუქცია იყო, რომელიც ჩვენამდე არ შემორჩა. 2004 წელს კომპლექსი დარესტავრირდა.

XIX - XXI საუკუნის ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახელება დაარსდა
ნახიჩევანის სახელმწიფო ისტორიის მუზეუმი 1924 წ
ჯალილ მამმად-გულუზადეს სახლ-მუზეუმი დეკემბერი 31, 1998 წ
ჰუსეინ ჯავიდის მავზოლეუმი 1996 წ
მუზეუმი ღია ცის ქვეშ 2002 წ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]