იმამ-ზადეს მავზოლეუმი
იმამ-ზადეს მავზოლეუმი | |
---|---|
მდებარეობა | ძველი განჯა, განჯა, აზერბაიჯანი |
თარიღდება | XIV საუკუნე |
იმამ-ზადეს მავზოლეუმი (ცნობილია ასევე როგორც გოი-იმამი; აზერ. İmamzadə türbəsi) — XIV საუკუნის მავზოლეუმი. განლაგებულია აზერბაიჯანში, ქალაქ განჯიდან 5 კილომეტრის მოშორებით, ძველი განჯის მახლობლად. სასაფლაოზე, სადაც აღმართულია მავზოლეუმი ასევე აღმართულია რიგი მეჩეთი, მინარეთი და სხვა ძეგლი.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მავზოლეუმი „იმამ-ზადე“ მართკუთხა ფორმისაა. მისი გუმბათი სრულდება სხვადასხვა ფერის აგურით ცილინდრულ საფუძველზე. ყველა მხრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის გარდა მასზე მიშენებულია ნაგებობები. გარეგნულად მას ეტყობა, რომ იგი რამდენჯერმე იყო გარემონტებული. მავზოლეუმი აშენებული იყო ორ სართულად.
მავზოლეუმის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესლერის ვარაუდით, მავზოლეუმი აშენებული იყო X საუკუნეში. ი. შერბინი მიაკუთვნებდა ძეგლს XVII საუკუნეს. მავზოლეუმის ცენტრალური ნაწილი მიეკუთვნება XIII საუკუნის ბოლოს XIV საუკუნის დასაწყისს.[1]
1878-79 წლებში გენერალ-მაიორ ისრაფილ ბეგ იადიგარზადეს ინიციატივით მავზოლეუმი აღდგენილ იქნა. რესტავრაციის დროს გაკეთებული წარწერა მიაკუთვნებს მავზოლეუმს ხიჯრის 120 -ე წელს ანუ 737/8 წ.
საბჭოთა კავშირის დროს მავზოლეუმი დაინგრა. გადარჩა თვითონ მავზოლეუმის ის ნაწილი, რომელიც აშენებული იყო XIV საუკუნის ბოლოს — XV საუკუნის დასაწყისში.[2] 2010 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით დაიწყო მავზოლეუმის რესტავრაცია. თვითონ პრეზიდენტი ორჯერ დაესწრო მის რეაბილიტაციას და გარკვეული მითითებები და რეკომენდაციები მისცა მშენებელ-რესტავრატორებს.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Усейнов М. А., Бретаницкий Л. С., Саламзаде А. В. Архитектура Азербайджана. Издательство Академии архитектуры СССР. 1969
- ↑ Ильхам Алиев ознакомился с ходом строительно-восстановительных работ в религиозном комплексе «Имамзаде»
- ↑ Ильхам Алиев ознакомился с ходом ремонтно-реставрационных и строительных работ в комплексе «Имамзаде» в городе Гянджа