მომინე ხათუნის მავზოლეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მომინე ხათუნის მავზოლეუმი
Möminə xatun türbəsi
Möminə Xatun türbəsi 7.jpg
მავზოლეუმი 2007 წელს
მდებარეობა ნახიჩევანი, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
არქიტექტორი აჯემი ნაჩივანელელი
ტიპი tip
სტილი ნახიჩევანის არქიტექტურული სკოლა
სიმაღლე 25 მ
თარიღდება 1186


მომინე-ხათუნის მავზოლეუმი (აგრეთვე ცნობილი როგორც ათაბაგის გუმბათი) — მავზოლეუმი აზერბაიჯანში, ქალაქ ნახიჩევანში. აგებულია 1186 წელს ხუროთმოძღვარ აჯემი აბუბექრის ძის მიერ ადგილობრივი ათაბაგის ჯახან ფეხლევანის შეკვეთით მისი ცოლის პატივსაცემად. მავზოლეუმი სიმაღლით 34 მეტრის ყოფილა.[1] ამჟამად ის მხოლოდ 25 მეტრია. მორთულია ქვაში ნაკვეთი ორნამეტებითა და ციტატებით ყურანიდან.[2]

მავზოლეუმი აშენებულია ილდეღიზთა დინასტიის ერთ-ერთი მმართველის აზერბაიჯანის ათაბაგის ჯაჰან ფეჰლევანის დედის პატივსაცემად. მავზოლეუმი ოსტატურად არის მოპირკეთებული რთული გეომეტრიული ფიგურებით და მორთული წარწერებით ყურანიდან.[3]

მშენებლობის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომინე ხათუნის სამარხზე აშენებული მავზოლეუმი აღმართული იყო მისი დამარხვისთანავე. თავდაპირველად მავზოლეუმი წარმოადგენდა მოკრძალებულ ნაგებობას, და ათაბაგმა ჯაჰან ფაჰლევანმა მხოლოდ გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე გადაწყვიტა თავისი დედის ხსოვნა უკვდავეყო უფრო სოლიდური ნაგებობით. ამასთან დაკავშირებით ბრძანა გრანდიოზული ნაგებობების კომპლექსის აშენება, რისთვისაც იმ დროისათვის უკვე ცნობილ მავზოლეუმების მშენებელ იუსეფა იბნ ჰუსეირას შეუკვეთა ახალი მავზოლეუმის მშენებლობა. ჯაჰან ფაჰლავანის სიცოცხლეში აშენდა მომინე ხათუნის მავზოლეუმი, რომელიც ცნობილია როგორც „გუმბეზ ათაბაგი“. კომპლექსის სხვა დამატებითი ნაგებობები მოგვიანებით იქნა მიშენებული, როდესაც ათაბაგი მომენ ხანუმის უმცროსი შვილი ყიზილ-არსლანი[4] გახდა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსის პროექტი შედგებოდა რამდენიმე ნაგებობისაგან. თვით მავზოლეუმისა და მინარეთიანი პორტალის გარდა, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში აქ აღმართული იყო თვით მომინე ხათუნის მავზოლეუმზე უფრო მაღალი, 35-36 მეტრი სიმაღლის ჯუმა მეჩეთი. დღევანდლამდე მხოლოდ მომინე ხათუნის მავზოლეუმია შემორჩენილი. ის შედგება მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. მომინე ხათუნის სამარხი მიწისქვეშა ნაწილში მდებარეობს, სადაც წვდომა არ არის. მიწისზედა ნაწილი კი აგებულია გამომწვარი აგურით, აქვს ათი წახნაგი, ეკუთვნის კოშკების ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობების ტიპს და აგებულია მძლავრ საძირკველზე, რომელიც მოპირკეთებულია წითელი ტუფის სამი რიგით.[4]

ყოველი წახნაგის ზედაპირი სრულად არის დაფარული ხელნაკეთი ორნამენტებით, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენენ ყუფური სტილის არაბულ დამწერლობას. თითოეულ წახნაგზე ეს ორნამენტი განსხვავებულია. მავზოლეუმის ზედა ნაწილი მორთულია სტალაქტიდური კომპოზიციებით.

მავზოლეუმის შიდა ნაწილი მრგვალი ფორმისაა. მის შიდა მოსართავს წარმოადგენს 4 მრგვალი წარწერებითა და ორნამენტებით მორთული მედალიონები. გუმბათებზე მოხსენსბულია მუჰამედი, აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი, ალი, ჰასანი, ჰუსეინი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бретаницкий Л. С., Зодчество Азербайджана 12—15 вв. и его место в архитектуре Переднего Востока, М., 1966, с. 105–110.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Момине-хатун — статья из Большой советской энциклопедии.
  2. Момине-хатун мавзолей // Популярная художественная энциклопедия / Под ред. В. М. Полевого. — М.: Советская энциклопедия, 1986.
  3. С. А. Дадашев, М. А. Усейнов. Очерки по истории архитектуры народов СССР. Архитектура Азербайджана. — М:1948 — стр. 10
  4. 4.0 4.1 Велиев С. Момине хатун // Каспий. — 2011. — 19 февраля. — С. 10.