ნაცხვარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაცხვარა — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წარბასთუმნის აღმოსავლეთით გაწოლილ გორაზე, რომელიც სოფლისგან ხევით არის გამოყოფილი. ადგილობრივები ამ გორას თეთრმიწებს ეძახიან, თეთრმიწების ჩრდილოეთით, თხემზე ტერასისმაგვარი დაბოლოებაა, სადაც თითქმის შუაში, ხელოვნური ქვა-მიწა ყრილიანი ელიფსური ფორმის ბორცვია აღმართული, ორიენტირებული სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიმართულებით, ბორცვის სიმაღლე დაახლოებით 10 მეტრია, ხოლო წრიული პერიმეტრი კი თითქმის 200 მეტრია, ის ჩრდილოეთით ღრმა ხევით სრულდება. ბორცვის ზედაპირი დარღვეული და უსწორმასწოროა, ზედაპირზე აღმოსავლეთ მხარეს მშრალი ქვა ყრილია. როგორც ჩანს აღნიშნული ბორცვი გორა ნამოსახლარს წარმოადგენს. ამ ბორცვის გარშემო, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთით ფიქსირდება სხვადასხვა პერიოდის კერამიკული მასალა. მოყოლებული ადრებრინჯაოს ხანიდან გვიანშუასაუკუნეების ჩათვლით. კერამიკული მასალა გვხვდება ბორცვის თავზეც, სადაც ადგილობრივებს ორმო ამოუთხრიათ და ზედ ჯვარი აღუმართავთ, რომელიც სოფელს გადაჰყურებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20127