ნაცუმე სოსეკი
ნაცუმე სოსეკი (ნამდვილი სახელი — კინ ნოსკე; დ. 9 თებერვალი, 1867, ტოკიო — გ.9 დეკემბერი, 1916, იქვე) — იაპონელი მწერალი. ახალგაზრდობიდანვე თხზავდა ჰაიკუს. 1905 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი „თქვენი მონა-მორჩილი ხვადი კატა“ — სატირა იაპონურ საზოგადოებაზე. ამ რომანის თემა — პიროვნების ბედი, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე სამყაროს მორალურ-ეთიკურ პრობლემებთან, აერთიანებს ნაცუმე სოსეკის დანარჩენ 14 რომანს. წერდა ფსიქოლოგიურ რომანებს („გული“, 1914; „სინათლე და წყვდიადი“, 1916, დაუმთავრებელი დარჩა). ნაცუმე სოსეკის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ 1905-1916 პერიოდს იაპონურ ლიტერატურაში „ნაცუმეს წლებს“ უწოდებენ. მის მრავალ მიმდევარს შორის იყო აკუტაგავა რიუნოსკეც.
ნაცუმე სოსეკი ცნობილია აგრეთვე როგორც ჩინებული კალიგრაფი და მხატვარი. მისი კალიგრაფიული ნამუშევრები გამოირჩევა ორიგინალობით. ფერწერაში იგი ძირითად აკვარელით მუშაობდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 342.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაცუმე სოსეკი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ნაცუმე სოსეკი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ნაცუმე სოსეკი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)