ნაცროვანი სოკოები
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ნაცროვანი სოკოები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Uncinula tulasnei | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Erysiphales | ||||||||||||
|
ნაცროვანი სოკოები (ლათ. Erysiphales) — სოკოების რიგი ჩანთიანი სოკოების კლასისა. შეიცავს 20 გვარის 100-მდე სახეობას; ჩვეულებრივ პარაზიტებია. მრავალუჯრედიანი მიცელიუმი მოთეთრო-მონაცრისფრო ფიფქის სახეით ვითარდება მცენარის სხვადასხვა ორგანოს ზედაპირზე (ექტოტროფული), იშვიათად ფოთლის ძირითად ქსოვილში — მეზოფილში (ენდოტროფული). სოკო იკვებება მიცელიუმის სპეციალური გამონაზარდებით — ჰაუსტორიებით. ნაცროვანი სოკოების უმრავლესობა მშრალ პირობებში ვითარდება. იწვევენ როგორც ველურ, ისე კულტურულ მცენარეთა დაავადებას, რომელიც ჩვენში „ნაცრის“ სახელითაა ცნობილი. აღსანიშნავია ვაზის, მარცვლეული კულტურების, გოგროვანების, მუხის, ვაშლის ნაცარი და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 341-342.